მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე პარკში სოციალურ პროექტში „მე ვხატავ შენთვის“ მონაწილეობდნენ.
პროექტი განხორციელდა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისა და ოფრეთის საჯარო სკოლის მიერ. პროექტს მხარი დაუჭირა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ და კულტურის სახლმა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა აქციის ფარგლებში: #მევხატავშენთვის! #თეკლასთვის!
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე გამოფენილი იქნა ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა 30-მდე ნახატი და მიღებული თანხა (505 ლარი) გადაირიცხა 8 თვის თეკლა ხოსიტაშვილის ანგარიშზე, რომელსაც აქვს მწვავე სპინალური ატროფია (Spinal Muscular Atrophy).
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგი ვლადიმერ მელაშვილი და ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტან-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი.
სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის და თითოეულ იმ მოქალაქეს, ვინც მონაწილეობა მიიღეს სასიკეთო საქმეში. თეკლას კი გამოჯანმრთელებას უსურვებენ და იმედოვნებენ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მის დახმარებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო