სიახლეები
სიახლეები

საქართველომ საგანმანათლებლო შესაძლებლობები საერთაშორისო გამოფენაზე წარმოადგინა
13-04-2017
-
+


არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელვამ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების მინისტრმა ჰუსეინ იბრაჰიმ ალ ჰამადიმ გახსნეს. 

გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო ბაზარზე პირველად წარდგა პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში".

უახლოეს მომავალში საქართველო გახდება აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს რეგიონის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ცენტრი. სწორედ ამ გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს ახალი პროექტი - „ვისწავლოთ საქართველოში“, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო ჰაბის შექმნა განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებისა და ინტერნაციონალიზაციის ფონზე.

პროექტის ფარგლებში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, შედეგად, საქართველო გახდება უცხოელი სტუდენტებისთვის მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცე. მეტი უცხოელი ისწავლის საქართველოში და მეტ ქართველ მეცნიერს ექნება საშუალება ჩაერთოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის სრულყოფას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესზე.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველოდან მონაწილეობდა 8 უნივერსიტეტი. მათ შორის 4 წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, ილიაუნი, თბილისის სამედიცინო უნივერისტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში) და 4 კერძო უნივერსიტეტი (კავკასიის უნივერსიტეტი, უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი).

ქართული მხარის მიერ შეთავაზებულმა პროგრამებმა და პროექტმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდას, რაც იქნება გარანტი უფრო მეტი უცხოელის მოზიდვისა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება