მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-7კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს.
მისი თქმით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე ბევრი ისეთი თემებითაა დატვირთული, რომელიც მთლიანი პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
„მე-7 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი გაჯერებულია ბევრი ისეთი საკითხით, რომელზეც ინფორმაცია ჩვენს მოსწავლეებს, ვფიქრობ, აუცილებელია ადრეული ასაკიდან მივაწოდოთ. მაგალითად, შესულია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული თემები, რეპროდუქციულ განათლებასთან დაკავშირებული თემები, ბიოლოგიაში ფიზიოლოგია, იმისათვის რომ მანამ სანამ მოსწავლე მივა თინეიჯერობის ასაკამდე, იცოდეს რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად და გააცნობიეროს ის ცვლილებები, რაც მის თავს მოხდება და ხდება მის თანატოლებში. ასე რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე ნამდვილად მსუყეა ბევრი ისეთი თემით, რომელიც შესაძლოა არ უკავშირდებოდეს მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინას, არამედ მთლიანი პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლეოდეს.
სახელმძღვანელოების გრიფირება სულ მალე დასრულდება, ამ პროცესში ჩართულია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აფასებს სახელმძღვანელოს. ამასთან, წელს პირველად მივეცით მშობლებს შესაძლებლობა, რომ ყველა სკოლას წარმოედგინა თითო მშობელი, რომელიც ჩართული იქნებოდა რეცენზენტებთან ერთად სახელმძღვანელოების შეფასებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს მე-7 კლასში გვექნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები“, - განაცხადა აბულაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასში ახალი საგნების „მოქალაქეობის“ და ფინანსური განათლების სწავლება დაიწყება.
„წელს ხორციელდება განახლებული სტანდარტით დაწყებითი საფეხურის სწავლება, ეს შეეხება I-VI კლასებს. იცით, რომ სამოქალაქო განათლების კომპონენტი გაძლიერებული არის დაწყებით კლასებში, სადაც შევიდა ახალი საგანი - „მე და საზოგადოება“. შესაბამისად, ეს კურსი გრძელდება საბაზო საფეხურზეც და მე-8-9 კლასებში სამოქალაქო სწავლება ახალი სტანდარტით იქნება გაძლიერებული და შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები. ამ ეტაპზე მე-7 კლასთან დაკავშირებით გვაქვს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელიც ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და მე-7კლასში განახლებული სახელმძღვანელოები შევა ყველა საგანში. ამ სტანდარტს დაემატა სამოქალაქო განათლების მიმართულებით კომპონენტი და ეს არის სრულიად ახალი საგანი „მოქალაქეობა“,-აღნიშა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ფინანსური განათლების კომპონენტს, აბულაძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომლის შესწავლაც უნდა დაიწყოს საკმაოდ ადრეული ასაკიდან.
„მაგალითად, თუ ვისაუბრებთ გოგონებზე, რომლებიც გვინდა, რომ უფრო დამოუკიდებლები იყვნენ მომავალში და ისწავლონ, როგორ დაგეგმონ და მართონ საკუთარი ბიუჯეტი, ფინანსური განათლება სწორედ ამ კომპონენტებს გულისხმობს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და მათთან ერთად შევიმუშავეთ დამხმარე რესურსები. იმისთვის რომ ჩვენი მოსწავლეები მომავალ ცხოვრებაში წარმატებული იყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანია შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების კარგად დაგეგმა, იმისათვის რომ არ აიღონ ისეთი ფინანსური ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებენ. საუბარია უფრო ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, იმისათვის რომ მათ ძალიან გაცნობიერებულად ადრეული ასაკიდან მართონ საკუთარი ცხოვრება, რაც ცხადია ზედა კლასებში უფრო მეტად ვითარდება“, - განმარტა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ