მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლებს (განთიადის და ზემო განთიადის) შორის სამ სახეობაში: ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში სპორტული ღონისძიებები ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები: აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენელი გოჩა შავაძე და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დარინა ცეცხლაძე.
ღონისძიება გახსნა ზედა განთიადის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ კეკელიძემ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აწ გარდაცვლილი ღვაწლმოსილი პედაგოგის, ახმედ ცხადაძის ხსოვნას.
მკლავჭიდში ერთმანეთს დები შეერკინენ - I ადგილზე გავიდა ნანა საგინაძე (განთიადის საჯარო სკოლა), II ადგილზე - ნინო საგინაძე (განთიადის საჯარო სკოლა), III ადგილზე - ინა დოლიძე (ზედა განთიადის საჯარო სკოლა).
მკლავჭიდში ვაჟებს შორის ემოციური და დაძაბული შერკინება გაიმართა. ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკა ბასილაძემ და ლუკა დოლიძემ I და II ადგილები მოიპოვეს, ხოლო განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ხავლოშვილმა ღირსეული III ადგილი დაიკავა.
მაგიდის ჩოგბურთში გოგონებში I ადგილი დაიკავა ლიზი ჭაღალიძემ (განთიადის საჯარო სკოლა), II ადგილი - დეა მგელაძემ (ზედა განთიადი) და III ადგილი - ნინო ბასილაძემ (ზედა განთიადი); ვაჟებში I ადგილი ერგო მამუკა ვანაძეს (განთიადის საჯარო სკოლა), II ადგილი - ზურა მხეიძეს (განთიადის საჯარო სკოლა), III ადგილი - გოგიტა გოგიტიძეს (განთიადის საჯარო სკოლა).
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და ქების სიგელებით. სპორტის მასწავლებელი რომან ცეცხლაძე მადლობას უხდის განთიადის საჯარო სკოლის დირექტორს, ლამარა კოხრეიძეს ღონისძიების მომზადებაში სპორტული ფორმისა და პრაქტიკული დახმარებისათვის.
თავის მხრივ, ლამარა კოხრეიძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილესა და სპორტის პედაგოგს დაგეგმილი ღონისძიების წარმატებულად ჩატარებისათვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს