მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, შეთავაზებული რეგულაციები ექსკურსიების დროს ბავშვთა გადაყვანას გააძვირებს, თუმცა მისი განმარტებით, რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.
„შემოთავაზებული რეგულაციები გააძვირებს ბავშვთა გადაყვანას ექსკურსიების დროს, მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ძვირფასი არაფერი არსებობს“, - ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.
სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლითაც კანონმდებლების მოსაზრებით, მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კანონპროექტით მოცემულ ვადებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. მთავარ გამოწვევად მარიამ ჯაშს მიაჩნია ამავე პრინციპების გავრცელება რეგულარულ სასკოლო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელის ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს ემსახურება.
„შემდეგ ეტაპზე აუცილებლად იქნება ეს საკითხი დასაყენებელი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი მოსაზრებითვე, რეგულაციები უნდა დაწესდეს ასევე სახელოვნებო და სპორტული ღონისძიებების დროს მოსწავლეთა გადაყვანისთვისაც.
კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
ასევე იხილეთ: სასკოლო ექსკურსიების დროს მოსწავლეთა ტრანსპორტით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება - პარლამენტში კანონპროექტი შევიდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...