მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასევე, თასით დაჯილდოვდა ტურნირის ყველაზე აქტიური მონაწილე გოგა გობეჩია.
ტურნირს ესწრებოდნენ თემურ ჩიქოვანიის შვილები თეონა და პაატა. ტურნირზე მოწვეული იყო მეზობელი სკოლების ფეხბურთის გუნდებიც.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩხორიის სკოლის სპორტის მასწავლებელს ზურაბ არდიას მსაჯობისათვის.
სკოლის დირექცია ასევე მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ტურნირის სპონსორს, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში ინფორმაციის უზრუნველყოფის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბეჟან შანავას და სოფლის რწმუნებულს ბესო ფიფიას.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლას უკვე მეოთხე წელია, რაც დააკლდა შესანიშნავი პედაგოგი, თავისი სიკეთითა და ინტელექტით გამორჩეული პიროვნება თემურ ჩიქოვანი. ის იყო ორგანიზატორი სკოლაში, თუ სკოლის გარეთ ჩატარებული მრავალი ტურნირის. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, ჯან-ღონით სავსემ, სწორედ გაკვეთილის ჩატარების დროს დაგვტოვა“,-ნათქვამია ჩხორიის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო, გათამაშებული სიტუაციის მეშვეობით მრავალმხრივ გამოვლენა მოსწავლის უნარისა და ცოდნისა