TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

''ეტალონმა'' ''ორიგინალური გაკვეთილების ცხრილის'' ტიტულის მფლობელი სკოლა დააჯილდოვა
18-04-2017
-
+


Etaloni.ge - ს შემოქმედებითმა ჯგუფმა ''ორიგინალური გაკვეთილების ცხრილის'' კონკურსში გამარჯვებული ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 სკოლა დიპლომით დააჯილდოვა.




''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პირადად ეწვივნენ სკოლას და მიულოცეს გამარჯვება.


''ორიგინალური გაკვეთილების ცხრილის'' ავტორი ზუგდიდის N1 სკოლის მე-52 კლასია. როგორც კლასის დამრიგებელი მაკა აკობია აღნიშნავს, კონკურსის განმავლობაში მთელი სკოლა ''ეტალონის'' ცხოვრებით ცხოვრობდა:

"ვნახეთ, რომ გამოცხადდა კონკურსი. ინფორმაცია მივაწოდეთ მოსწავლეებს, მათ კი ეს იდეა აიტაცეს. საკმაოდ აქტიური კლასი მყავს. მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ საქმეში. შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, თუ როგორი გაკვეთილების ცხრილი უნდა გაგვეკეთებინა. გვყავს კრეტიული მოსწავლეები. ორიგინალური გაკვეთილების ცხრილი გამოგვივიდა. სულ ვიყავით მოლოდინში, ვაკონტროლებდით ჩვენს მოწონებებს და ვცხოვრობდით ''ეტალონის'' ცხოვრებით.''

მზადების პროცესი


გამარჯვებული სკოლის ორიგინალური გაკვეთილების ცხრილი


ზუგდიდის N1 სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, სკოლაში შემოქმედებითად დატვირთული და საინტერესო ცხოვრებაა:

''სკოლა არის აკაკი წერეთლის სახელობის და ის ითვლის 150 წელს. იუბილეს წელს გადავიხდით. შემოქმედებითად დატვირთული და საინტერესო ცხოვრება არის სკოლაში. მოსწავლეებსაც ზუსტად ასეთივე განწყობა აქვთ. სკოლას უყურადღებოდ არ რჩება არანაიარი აქტივობა, შემოთავაზება. ერთ-ერთი ასეთი იყო ''ეტალონის'' მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო თავისი შინაარსით იმდენად, რამდენადაც მოითხოვს შემოქმედებით დამოკიდებულებას, კრეატიულ მიდგომას. ბავშვებს ეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. ამ კლასმა ეს კონკურსი განსაკუთრებულად აიტაცა. ძალიან საინტერესო იყო მათი მუშაობა, თვითონ ამ პროცესისადმი დამოკიდებულება. მოსწავლეებს გამარჯვების ამბიცია ჰქონდათ. შედეგმაც არ დააყოვნა. მაინც იყო ქვეცნობიერად იმისი შიში, იქნებოდა თუ არა კონკურსი ობიექტური. თუმცა ზუსტად ისე აისახა ყველაფერი, როგორც რეალურად იყო. სწორად წარმართული კონკურსი უწყობს ხელს მოსწავლეებს, აღიზარდონ ზუსტად ისეთი მოქალაქეები, რომლებიც ააშენებენ საქართველოს ხვალინდელ დღეს, რომელიც აუცილებლად სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს.'' 


დირექტორის მოადგილე ნინო ბულია აღნიშნავს, რომ სკოლა ყველანაირ სიახლეში აქტიურად არის ჩართული:

"ზოგადად ყველანაირ სიახლეში აქტიურად ვართ ჩართულები, როგორც საშუალო საფეხურზე, ასევე - საბაზო. წარმატებებიც გვაქვს. ''ეტალონელი'' მოსწავლეც გვყვას და ველოდებით, თუ როგორ იასპარეზებს იგი ფინალურ ტურში. ჩვენმა მოსწავლეებმა გრანპრი მოიპოვეს მუსიკისა და ცეკვის ფესტივალზე, ბევრი ოლიპიადისა და კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე გვყავს. იმდენად მოწესრიგებული და დაინტერესებული თვითმმართველობის ხელმძღვანელი გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტე კლასელია, მუდმივად არის ჩართული სხვა მოსწავლეებთან ერთად ყველანაირ კონკურსში. საინტერესო კვირეულები და ღონისძიებები ეწყობა სკოლაში."

საკლასო ოთახში დიპლომი სპეციალურად გამოყოფილ ადგილას კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა განათავსეს. სკოლა მომავალშიც აქტიურად აპირებს ''ეტალონის'' კონკურსებში მონაწილეობას.


შეგახსენებთ, რომ კონკურსი ორიგინალური გაკვეთილების ცხრილის გამოსავლენად 7 მარტს დაიწყო, მასში ათეულობით სკოლა ჩაერთო. გამარჯვებული ფეისბუქზე მოწონების მიხედვით 12 აპრილს გამოვლინდა.

ორიგინალური გაკვეთილების ცხრილის ტიტულის მფლობელი სკოლა გამოვლინდა

იხილეთ კონკურსში მონაწილე სკოლების გაკვეთილების ცხრილების ფოტოები სრულად


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება