მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ირინა აბულაძის თქმით, ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები და ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საჭიროა თეორიული ცოდნის გააზრება და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
აღნიშნულით მინისტრის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გაკეთებული საკუთარი განცხადება - „21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული“ - განმარტა.
მისი თქმით, ფორმულების ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი მოსწავლის განვითარებისთვის.
„ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ, რომ თეორიული ცოდნა გაიაზრონ და დააკავშირონ გარემოსთან, რეალურ ცხოვრებასთან. განათლების რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება სწორედ საგნობრივ კავშირებზე, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს განვითარებული მოქალაქე მთლიანობაში. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად ის კომენტარი სწორედ ამას ეხებოდა, რომ ერთია ვასწავლოთ ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა“, - განაცხადა აბულაძემ.
მინისტრის მოადგილის ცნობითვე, დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. როგორც ირინა აბულაძე ამბობს, პრიორიტეტულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება, რადგან სწორედ ეს დარგებია ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ანალოგიური ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და იმ დარგებს, სადაც შესაძლოა ეკონომიკური ამონაგები არ არის მაღალი, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ნაწილში.
„დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. არ ვთვლით, რომ რომელიმე საგანი ან დისციპლინა ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საგანი არის ინსტრუმენტი, რათა მოსწავლეს მაღალი სააზროვნო უნარები განუვითარდეს. მან შეძლოს თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში და დაუკავშიროს ის ცხოვრებას. ხშირად ვსაუბრობთ, რომ ერთია მივცეთ მოსწავლეს თეორიული ცოდნა და მეორე - მან ახსნას ბუნებაში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიაზე დაფუძნებით. ხშირად ვამბობთ, რომ მარტივ მოვლენებს ვერ ხსნიან მოსწავლეები, მაგალითად, რატომ დგას მაგიდა იატაკზე და რატომ არ იწევა ჰაერში, ან რატომ დაფრინავს თვითმფრინავი, რა ხდება ამ დროს“, - აღნიშნა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა განიხილეს არაბული და რომაული რიცხვების წარმოშობის ისტორია
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა