სიახლეები
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირების ჩატარების თარიღი ცნობილია
18-04-2017
-
+


პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით 09:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პრეტესტის გავლის საშუალება მონაწილეებს 22 აპრილს ექნებათ. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

გამოცდაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპლიკანტი ყურადღებით უნდა გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.

წელს პირველად აპლიკანტებს საშუალება აქვთ ბარათები ვებგვერდიდან www.vet.emis.ge ამობეჭდონ. საგამოცდო ბარათის მიღება ასევე შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით, კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა სპეციალური საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

2017 წლის საგაზაფხულო სესიისათვის 8 500-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 28 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება