მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს სამართლებრივი კულტურის საპილოტე გაკვეთილები.
მეცხრე კლასელთათვის აღნიშნულ გაკვეთილებს ერთობლივად ატარებენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დოლიშვილი და შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი პოლიციის მაიორი დიანა დემეტრაშვილი.
სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ტარდება საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის (GE CALLS) - ის ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში.
პროგრამის მიზანია სამთავრობო სტრუქტურების, თემების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით ხელი შეუწყოს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების დანერგვა-გაძლიერების და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი