სიახლეები
ეტალონი, სამასწავლებლო

მზადება „წიგნიერების დღისთვის“ - გთავაზობთ ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას
08-06-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge  მიღწეულ შედეგებსა და წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული.

მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ, თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N 167 საჯარო სკოლების სახით.

„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.

თბილისის N106 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„წიგნიერების დღის შემოღება, მართლაც რომ, გენიალური იდეაა. არ ვიცი რა სიტყვებით შევამკო ბატონი გოჩა მსგავსი საგანმანათლებლო ინოვაციების დამკვიდრებისთვის. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ კომპიუტერმა ბავშვი საერთოდ ჩამოაშორა წიგნს, ეს წამოწყება კი მოსწავლეებს მეტი კითხვისა და წიგნთან ურთიერთობის სტიმულს მისცემს. I-IV კლასების კითხვების შედგენაზე ჩემი სკოლიდან 24 პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს და იმდენად წარმატებით, რომ რამდენიმე თვის მასალა წინასწარ აქვთ მომზადებული.“

თბილისის N167 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ელენე ფუტკარაძე:

„წიგნიერების დღის ფარგლებში, V,VI,VII კლასების კითხვების შესადგენად, ჩვენი სკოლის გამოცდილი პედაგოგები შეიკრიბნენ და მოსწავლეების ასაკობრივი, ინტელექტუალური და კულტურული მონაცემების გათვალისწინებით შესაბამისი ლიტერატურა შეარჩიეს. ზოგადად, ჩვენი სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში წარმატებით ერთვება და მოსწავლეები ოქროს დიპლომებს სიხარულით აგროვებენ. იმედი მაქვს, წიგნიერების დღესაც საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ და აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისა და Izrune.ge-ს მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ.“

ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით:


I კლასი 

იაკობ გოგებაშვილის: „უსუნო ყვავილი“,  „ვანო და ჩიტი“,  „მუხა და ლერწამი“,  „დაკარგული ბავშვი“,  „მკვეხარა ქოთანი“,  „მუქთამჭამელა.“

II  კლასი 

ქართული ხალხური ზღაპრები : „კოკროჭინა“, „მეჩონგურე“, „ნადირთა ძმობა“, „ლომი და მელია“, „ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი.“

III კლასი 

იაკობ გოგებაშვილის : „ფუტკარი“, „მერცხალი“, „თამარ მეფე“, „მარო და მერცხალი“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“.

IV კლასი 

ნოდარ დუმბაძის : Hellados, „ხაზარულა“, „ძაღლი“.

V კლასი

ნოდარ დუმბაძე - „ბოშები“ , „ძაღლი“

კონდრატე თათარაშვილი - „მამელუქი“

ჰანს კრისტიან ანდერსენი - „თოვლის დედოფალი“
 
VI კლასი

ილია ჭავჭავაძე - „სარჩობელაზედ“

ვაჟა-ფშაველა  - „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“

მაინ რიდი - „თეთრი თათმანი“
 
VII კლასი

ალფონს დოდე - „ტარასკონელის თავგადასავალი“

რევაზ ინანიშვილი - „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“
 
VIII კლასი

გიორგი ლეონიძე - „ჩირიკი და ჩიკოტელა“, „მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი“

ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“, „სისხლი“, „ დიდრო“, „ძაღლი“
 
IX კლასი 

ართურ კონან დოილი - „ბასკერვილების ძაღლი“, „მოცეკვავე კაცუნები“

მაინ რიდი - „უთავო მხედარი“

ნოდარ დუმბაძე - „მე ვხედავ მზეს“
 
X კლასი 

გ. დოჩანაშვილი - „ერთი რამის სიყვარული“, „ცალ-ცალკე ერთად“

ნოდარ დუმბაძე - „ნუ გეშინია დედა“ 
 
XI კლასი 

ჟიულ ვერნი -  „კაპიტან გრანტის შვილები“

ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი“

ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“

ერნესტ ჰემინგუეი - „მოხუცი და ზღვა“

ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“

დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა “

ჯემალ ქარჩხაძე - „იგი “
 
XII კლასი

გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“

ტოლკიენი - „ბეჭდების მბრძანებელი“

ჯეკ კერუაკი - „გზაზე“

ფიოდორ დოსტოევსკი - „დანაშაული და სასჯელი“

გოდერძი ჩოხელი - „ადამიანთა სევდა “

კონსტანტინე გამსახურდია - „მთვარის მოტაცება“

დათო ტურაშვილი - „ტყეების მეფე“

გრიგოლ რობაქიძე - „გველის პერანგი“
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება