მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაგაცნობთ მარტვილის რაიონის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კიდევ ერთ ნიჭიერ მოსწავლეს ლილე სიგუას
ლილე 2-ე კლასში სწავლობს, ნიჭიერი გოგონაა და ხშირად ეცნობა კლასგარეშე ლიტერატურას.
მან ამჟამად 10-ზე მეტი ნაწარმოები წაიკითხა. ის აუჩქარებლად, თანმიმდევრულად, ვრცლად და ნათლად ყვება ტექსტს. იაზრებს ნაწარმოების დედააზრს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ლილემ კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურში 95 ქულა მიიღო, რაც ცხადია მისასალმებელია და მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ლილემ გასულ წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სილამაზის კონკურსზე პირველი ვიცე-მის მარტვილი და მის-ფოტოგენურობის ტიტული მოიპოვა.
სკოლა მადლობას უხდის ლილეს მათემატიკის მასწავლებელს ნონა თოდუას, ქართულის მასწავლებელს და კლასის დამრიგებელს მაკა კვანტალიანს და ლილეს მშობლებს მისი სწავლისადმი მოტივირებისათვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც