მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გაზაფხულზე მოსახლეობა იწყებს ბუნებაში გასვლას, განსაკუთრებით ფერმერები და გლეხები. ამიტომ თავი უნდა დავიცვათ ტკიპების კბენისგან. მინდვრის სამუშაოების დროს, ბუნებაში გასვლის დროს, მაქსიმალურად უნდა დავიფაროთ სხეული. ყველა ტკიპა არის ბალახზე, ბალახიდან გადადის ცხოველზე. ამიტომაც საფრთხილოა ცხოველი და ბალახში მუშაობაც. შარვალი ჩატანებული უნდა იყოს ფეხსაცმელში, რათა ტკიპას აცოცების საშუალება არ ჰქონდეს. ტკიპა ტანსაცმლიდან ვერ შევა, ხელიდან კი, ფეხიდან შესაძლოა სხეულზე შეცოცდეს“ – განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ.
ტკიპის ნაკბენს, შუაში რგოლი და გარშემო ვარდისფერი კანტი აქვს, რომლის აღმოჩენისთანავე, ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, რადგან არავინ იცის, რომელი ინფექციის გადამტანი შეიძლება იყოს ის. ტკიპები ძირითადად წყალთან ახლოს არიან გავრცელებული, თუმცა, პარაზიტოლოგი, ირმა კოკაია ამბობს, რომ ტკიპა ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგვხვდეს, სადაც ასევე, ბალახი და ბუნებრივი გარემოა.
გვემუქრება თუ არა ტკიპების შემოსევა, იქნება თუ არა წლევანდელი ზაფხული სხვებისგან განსხვავებული და რა დაავადების გადატანა შეუძლია ტკიპას? ამ კითხვებზე „ეტალონს“ ირმა კოკაიამ უპასუხა.
– ქალბატონო ირმა, დაავადებათა ეროვნული ცენტრის განცხადებით, ზაფხულში ტკიპების შემოსევა გვემუქრება. რა არის ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი?
– ამ მხრივ ეს სეზონი განსხვავებული ნამდვილად არ იქნება. ტკიპა გაზაფხულზე გააქტიურდება. ზამთარში ისინი არ არიან აქტიურები, თუმცა მათ შემოსევას ნამდვილად არ ველოდებით, ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. მაისის თვიდან აქტიურდებიან ტკიპები და გაზაფხული–ზაფხულის განმავლობაში ტკიპისგან გადამდები დაავადებების რიცხვი იმატებს ზამთრისგან განსხვავებით.
– პაატა იმნაძემ მოგვიწოდა, ბუნებაში გასვლის დროს თავი ე.წ. დამაფრთხობლებით დაიცავითო...
– დიახ, არსებობს სპეციალური საშუალებები, რეპელენტები, რომლებიც მხოლოდ ტკიპების დასაფრთხობი არ არის. ეს ზოგადად, მწერებისგან თავდაცვის საშუალებებია, რომლებიც იყიდება სააფთიაქო ქსელში. ამის გარდა, სხვა სახის უსაფრთხოების წესებიც არსებობს – ბუნებაში გასვლის დროს გრძელსახელოიანი მაისურები, გრძელტოტიანი შარვლები უნდა ჩაიცვათ, რომელიც წინდებში იქნება ჩატანებული, რომ ტკიპი არ შეძვრეს. ვეტერინალური მედიკამენტებიც იყიდება, რომლებიც მინდვრებში და ცხოველებთან ურთიერთობისას გამოიყენება. ზოგჯერ ეთერზეტებს და სპეციფიური სუნის მქონე საშუალებებს იყენებენ, რომ მწერი დაფრთხეს.
– რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ტკიპას ნაკბენმა?
– ტკიპას საქართველოში, ძირითადად, ერთი დაავადება გადააქვს. ეს გახლავთ ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება. სხვა დაავადების შემთხვევები, როგორიცაა, მაგალითად, ყირიმ–კონგოს ცხელება, უფრო ნაკლებად ფიქსირდება. ამ მხრივაც, დაავადებათა რადიკალურ მატებას ან ეპიდემიას, წელს არ ველოდებით. ყოველწლიურად, ფაქტობრივად, ერთი და იგივე სიტუაციაა.
დროულად ჩარევის შემთხვევაში, ბორელიოზი განკურნებადი დაავადებაა. თუ დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა დროულად, შეიძლება გარკვეული გართულება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვულის სისტემის მხრივ. ყირიმ–კონგოს დაავადება მხოლოდ მათ ემართებათ, ვისაც საქონელთან აქვს შეხება. შარშან და შარშანწინ ამ დაავადების ორი ათეული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ. ბორელიოზის შემთხვევები კი უფრო მეტია –50 და მეტიც.
– სად შეიძლება ტკიპას შევხვდეთ, მხოლოდ მინდვრებსა და საძოვრებზე?
– ტკიპა არის მინდვრებშიც, ტყეშიც, პარკებშიც... ტკიპა მწერია და ზაფხულში ის ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, სადაც ბუნებრივი გარემოა, სადაც ბუჩქი და ხეა.. თბილისის სკვერებშიც შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ ზოგ ადგილას მეტია და ზოგ ადგილას – ნაკლები. ზოგჯერ სულ არ ახსოვთ ადამიანებს, სად შეიძლებოდა დაეკბინა ტკიპას. ტკიპა სხეულზე დიდხანს ჩერდება და, როგორც წესი, აღმოაჩენენ ხოლმე. ხან კი, თუ ვერ შენიშნეს, ცხელება, სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე ეწყებათ და ასეთ დროს ექიმმა ეჭვი უნდა მიიტანოს შესაბამის გადამდებ დაავადებაზე, რომელზეც სპეციფიური ანალიზიც კეთდება.
– 21–ე საუკუნეში რამდენად ხშირია ტილიანობა და რწყილებით დაკბენა? მათი ნაკბენიც დაავადებების გადამტანია? ან როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ეს მწერები?
– ტილებისა და რწყილების შემთხვევაში, ოფიციალური სტატისტიკა არც არსებობს. ტილი ყოველთვის იყო და არის. თუ ბავშვს ტილი ჰყავს, წავა დედა, აფთიაქში იყიდის წამალს და მორჩა, ექიმს ამ დროს არც აკითხავენ და აღრიცხვა, რა თქმა უნდა, რთული ამბავია. რწყილები და ტილები კანის პარაზიტებია და დაავადების გადამტანნი ნაკლებად არიან. ტილისა და რწყილის მიერ დაავადების გადატანა საქართველოში არ დაფიქსირებულა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში