მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული უნივერსიტეტების უცხოენოვან პროგრამებზე 600-მდე უცხოელი დარეგისტრირდა.
დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დასრულდა, სადაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად, ქართული უნივერსიტეტებიც იყვნენ წარმოდგენილნი. პროექტით: „ვისწავლოთ საქართველოში“, საერთაშორისო ფორუმზე პირველი გასვლა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ქართულმა სტენდმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების უცხოენოვან პროგრამებზე 600-მდე უცხოელი დარეგისტრირდა. არაერთი აგენტი დაინტერესდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე მემორანდუმზე კი ხელმოწერა იქვე განხორციელდა.
მომდევნო ეტაპზე, მოლაპარაკებები აგენტებთან და თითოეულ აპლიკანტთან ინდივიდუალურად გაგრძელდება და ბევრი დარეგისტრირებული უცხოელი, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტი გახდება.
საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა აუცილებელია, რადგან იზრდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა და უცხოელ სტუდენტებსა და უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია