''ტყიბულის ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენას რამდენიმე საათით ადრე შეკრებილი გულშემატკივარი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდება
19-04-2017
დაკოპირებულია
-
+
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''ტყიბულის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ტყიბულს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ტყიბულის N6 სკოლაში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ტყიბულის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ტყიბულის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“