მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები „მომავლის თაობის“ პროექტის „ჩემი საყვარელი სივრცე“ ფარგლებში მიწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ეროვნული ბიბლიოთეკა, მისი საცავი და გააცნეს დაარსების ისტორია. ბიბლიოთეკაში სტუმრობის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს დედაქალაქი.
ვიზიტი და პროექტი დააფინანსა სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“. პროგრამას ახორციელებს „პროექტი ჰარმონია“ - PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
ექსკურსიით და ბიბლიოთეკაში სტუმრობით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც