მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განსწავლული ადამიანების გვერდით ყოფნა, თუნდაც რამდენიმე საათით, მხოლოდ მოსწავლეების კი არა, უფროსების სულსაც ღრმა კვალს აჩნევს. სწორედ ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა ხაშურის N1 საჯარო სკოლაში 30 მაისის შეხვედრას ცნობილ პიროვნებებთან: როსტომ ჩხეიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასა და იოსებ ჭუმბურიძესთან.
„მართლაც დაუვიწყარი დღე იყო... ერთმანეთი აღარ გვეთმობოდა, რადგან ბავშვებმა შთამბეჭდავად გააცოცხლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ლექსებითა და თარგმნილი ტექსტებით შეჯერებული სცენარი, რომელიც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესა და მწერალ როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიულ რომან „ეკლის გვირგვინს“ ეძღვნებოდა.
სტუმრების საუბარმა მონუსხა ყველა, დიდიც და პატარაც... გასაკვირი არცაა - იმ დღეს ხომ საქართველოს თავისუფლების იდეამ შეგვკრა და შეგვადუღაბა ჩვენს სკოლაში, რომელსაც არაერთი ცნობილი მოღვაწე აღუზრდია ქვეყნისთვის...“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც