მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა „ოქროს რიცხვი-2019“-ის დასავლეთ კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
კონფერენციაში 100-ზე მეტი მასწავლებელი და მოსწავლე მონაწილეობდა.
წარმოდგენილი იყო ზეპირი და სტენდური მოხსენებები. სკოლა „ანაბასისის“ ორი პროექტი შეირჩა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციაზე წარსადგენად:
1. „ჩვენი ჰაერი“, რომლის მიზანი იყო ატმოსფერულ ჰაერში ექსპერიმენტული მეთოდით მტვრისა და მანგანუმის დიოქსიდის კონცენტრაციის განსაზღვრა, დაკვირვების წარმოება მონიტორინგის ჯიხურებში აზოტის (IV), გოგირდის (IV) ოქსიდების ,ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობაზე. მიღებული შედეგების შედარება ზღვრულად დასაშვებ რაოდენობასთან.
2. პერიოდული სისტემა მაგნიტურ დაფაზე. პერიოდული სისტემა გადატანილ იქნა მაგნიტურ დაფაზე, გახდა იგი ადვილად აღქმადი, ხელმისაწვდომი ,„პრაქტიკულად გამოსაყენებელი“, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთს დაუკავშირონ ელემენტის მდებარეობა, აღნაგობა და თვისებები, განსაზღვრონ მათ მიერ წარმოქმნილი ნაერთის, ფორმები და თვისებები. შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა საკითხების და საგნების შესასწავლად, არა მარტო ქიმიის გაკვეთილებზე.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ, არგუმენტირებულად, დამაჯერებლად წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები, მიგნებები დასკვნები. კონფერენციიდან მომხსენებლის სერთიფიკატებით დაბრუნდნენ „ანაბასისის“ მე-10 კლასის მოსწავლეები: ქეთი ფანცხავა და მარიამ ჭანტურიძე, მე-11 კლასის მოსწავლეები: სანდრო სვიანაძე, ნინო ტალ;ახაძე, ქეთი ჯუღელი, ირაკლი მდინარაძე. (ისინი მკვლევართა კლუბისა და კლუბ „ანაბასისის“ ქიმიკოსები წევრები არიან ) პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც