მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს 20 ივნისის შემდეგ შეეძლებათ. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
„საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება online.naec.ge-ზე პირადი გვერდიდან დააახლოებით, 20 ივნისის შემდეგ. საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და ასევე კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მოუწოდებს, დაკვირვებით წაიკითხონ ბარათზე არსებული ინფორმაცია და არ დააგვიანონ გამოცდაზე.
„აბიტურიენტებს ვთხოვთ, ძალიან დაკვირვებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაცია. არ არის გამორიცხული, რომ დავუშვათ თბილისში ერთ ადგილზე ცხოვრობდე, შენთან ახლოს იყოს საგამოცდო ცენტრი და გეგონოთ, რომ იქ აბარებთ გამოცდას, თუმცა ასე არ იყოს. ამიტომ დაკვირვებით გადაამოწმეთ საგამოცდო ცენტრის ადგილი. სასურველია, წინა დღესაც მიხვიდეთ და ნახოთ ტერიტორია. მნიშვნელოვანია, არ დააგვიანონ აბიტურიენტებმა გამოცდაზე. ვინაიდან, ერთი წუთით მაინც თუ დააგვიანდა აბიტურიენტს, როცა იხურება კარი, ჩვენ იქ, სამწუხაროდ, ვეღარავის ვუშვებთ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.
იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება - იხილეთ სრული განრიგი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...