სიახლეები
სკოლები, ეტალონი

„წიგნიერების დღე“ - ეს არის გასაღები ზოგადი განათლების პრობლემების მოგვარებისა“ - Izrune.ge-სთან ერთად სკოლები მორიგი წარმატებისთვის ემზადებიან
12-06-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge  მიღწეულ წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული.

მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N133; N167 საჯარო სკოლების სახით, შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ.

„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.

თბილისის N133 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ლიანა ფუტკარაძე:

„წიგნიერება განსაზღვრავს ცხოვრების ტრაექტორიას და თუ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა 21-ე საუკუნის გამოწვევებს წარმატებით აუწყონ ფეხი, მათ, პირველ რიგში, კითხვითი უნარ-ჩვევები უნდა განვუვითაროთ. „წიგნიერების დღე“ - ეს არის გასაღები ზოგადი განათლების პრობლემების მოგვარებისა. ამ კუთხით, მრავალი წელია, ჩვენი სკოლა არაერთ აქტივობაში წარმატებით ერთვება. „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს მადლიერი ვარ, იმდენად, რამდენადაც პროექტები მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის და მათ წინსვლას ახალისებს. ჩვენი სკოლის 6 პედაგოგი მთელი საქართველოს მეთერთმეტეკლასელებისთვის ადგენს ტესტებს. და რადგან ჩვენ ამ პროექტის ერთერთი წამყვანი და ძლიერი სკოლა ვართ, იმედი გვაქვს, რომ „წიგნიერების დღე“ ჩვენი მოსწავლეების შედეგებზე დადებითად აისახება.“

თბილისის N94 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო გახარია:

„ჩვენი სკოლა „წიგნიერების დღის“ შემოღებას მიესალმება  და Izrune.ge-სთან ამ კუთხითაც წარმატებით თანამშრომლობს.  ჩვენი პედაგოგები, ფილოლოგთა ექვსკაციანი ჯგუფი მე-12 კლასისთვის შესაბამის კითხვებს ადგენს. საგანმანათლებლო ინოვაციებთან ერთად არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა,  ბუნებრივია, კარგად ვიცნობთ არსებულ განათლებისა და განვითარების დონეს და ვთვლით, რომ  ეს წამოწყება კიდევ ერთი ძალიან დიდი  ბიძგისმიმცემი იქნება წიგნიერების ამაღლების კუთხით.“


ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით:


I კლასი 

იაკობ გოგებაშვილის: „უსუნო ყვავილი“,  „ვანო და ჩიტი“,  „მუხა და ლერწამი“,  „დაკარგული ბავშვი“,  „მკვეხარა ქოთანი“,  „მუქთამჭამელა.“

II  კლასი 

ქართული ხალხური ზღაპრები : „კოკროჭინა“, „მეჩონგურე“, „ნადირთა ძმობა“, „ლომი და მელია“, „ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი.“

III კლასი 

იაკობ გოგებაშვილის : „ფუტკარი“, „მერცხალი“, „თამარ მეფე“, „მარო და მერცხალი“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“.

IV კლასი 

ნოდარ დუმბაძის : Hellados, „ხაზარულა“, „ძაღლი“.

V კლასი

ნოდარ დუმბაძე - „ბოშები“ , „ძაღლი“

კონდრატე თათარაშვილი - „მამელუქი“

ჰანს კრისტიან ანდერსენი - „თოვლის დედოფალი“
 
VI კლასი

ილია ჭავჭავაძე - „სარჩობელაზედ“

ვაჟა-ფშაველა  - „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“

მაინ რიდი - „თეთრი თათმანი“
 
VII კლასი

ალფონს დოდე - „ტარასკონელის თავგადასავალი“

რევაზ ინანიშვილი - „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“
 
VIII კლასი

გიორგი ლეონიძე - „ჩირიკი და ჩიკოტელა“, „მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი“

ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“, „სისხლი“, „ დიდრო“, „ძაღლი“
 
IX კლასი 

ართურ კონან დოილი - „ბასკერვილების ძაღლი“, „მოცეკვავე კაცუნები“

მაინ რიდი - „უთავო მხედარი“

ნოდარ დუმბაძე - „მე ვხედავ მზეს“
 
X კლასი 

გ. დოჩანაშვილი - „ერთი რამის სიყვარული“, „ცალ-ცალკე ერთად“

ნოდარ დუმბაძე - „ნუ გეშინია დედა“ 
 
XI კლასი 

ჟიულ ვერნი -  „კაპიტან გრანტის შვილები“

ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი“

ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“

ერნესტ ჰემინგუეი - „მოხუცი და ზღვა“

ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“

დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა “

ჯემალ ქარჩხაძე - „იგი “
 
XII კლასი

გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“

ტოლკიენი - „ბეჭდების მბრძანებელი“

ჯეკ კერუაკი - „გზაზე“

ფიოდორ დოსტოევსკი - „დანაშაული და სასჯელი“

გოდერძი ჩოხელი - „ადამიანთა სევდა “

კონსტანტინე გამსახურდია - „მთვარის მოტაცება“

დათო ტურაშვილი - „ტყეების მეფე“

გრიგოლ რობაქიძე - „გველის პერანგი“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება