სიახლეები
სკოლები

საშაბუროს საჯარო სკოლა წელს ექვსმა XII კლასელმა დაამთავრა
13-06-2019
-
+


დუშეთის მუნიციპალიტეტის საშაბუროს საჯარო სკოლა წელს 6-მა XII კლასელმა დაამთავრა.

სკოლის დირექციას კურსდამთავრებულებს წარმატებულ მომავალ უსურვებს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საშაბუროს კიდევ ერთი მე-12 კლასი გავაცილეთ, კიდევ  6 ახალგაზრდა დადგა დამოუკიდებელი ცხოვრების გზის სათავეში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მარგალიტი სამშობლოს ღირსეული მოაქალაქენი იქნებიან. მათთან ერთად ღელავდნენ პედაგოგები, ღელავდნენ იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს მცირე წვლილი ხომ მიუძღვის მათ აქამდე მოყვანასა და წარმატებებში.

ემზარ, მარიამ, ხატია, ლილი, თამარ, დიანა, პირველ რიგში გისურვებთ ყველაფერ იმის ასრულებას, რისთვისაც ვისწავლეთ, ვიშრომეთ 12 წელი. იყავით სამშობლოს პატრიოტები,საუკეთესო ადამიანები, გქონდეთ პირადი ბედნიერება, ბედნიერება მოგეტანოთ გარშემო მყოფთათვის, გევლოთ სწორი და ჭეშმარიტი გზით, დაგეფასებინოთ ამაგი. გახსოვდეთ მუდამ: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“! გზა დაგელოცოთ! სადაც წახვალთ მუდამ გფარავდეთ ჩვენი არაგვის ხეობის სალოცავები, ხელი მოგემართოთ კარგ და კეთილ საქმეში! არ მოგკლებოდეთ წარმატებები!  გვეამაყებით ჩვენი აღზრდილები რომ ხართ.

მადლობა თქვენ, „ეტალონის“ გუნდს, იმისათვის,რომ  გვაძლევთ საშუალებას, ჩვენი დადებითი ემოციები გავუზიაროთ ყველას“,- ნათქვამია საშაბუროს საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა

IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად  შავიზღვისპირეთში გაიმართა  

თბილისის ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია - სააგენტო განმარტებას აკეთებს

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსწავლეები სკოლას მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც გაზის მოწოდება აღდგება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - „სპილოს კბილის პასტა“.

მე-5 კლასში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მცირე დისკუსია გაიმართა

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება