მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ლალი ჩინჩალაძის ხელმძღვანელობით მოაწყო ღონისძიება „მშვიდობით დედაენა!“
დაგეგმილი ღონისძიების შესაფერისად მორთეს საკლასო ოთახი. დადგეს ცოცხალი ანბანის ხე, რომელსაც ამშვენებდა ფერადი ანბანის ასოები. კედელზე გამოფენილი იყო იაკობ გოგებაშვილისა და მისი მოთხრობების პერსონაჟების სურათები, გაფორმებული იყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებით. სცენას ამშვენებდა თიხის ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სურნელოვანი ყვავილები. მოსწავლეებმა წაიკითხეს დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს საბავშვო სიმღერები, გაითამაშეს ინსცენირებები ნასწავლი მოთხრობებიდან. წარმოადგინეს ქართული ცეკვები.
ზეიმზე მოწვეული იყო მშობლები, მასწავლებლები, უფროსკლასელები და მომავალი პირველკლასელები. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნარგიზი სამხარაძემ მოსწავლეებს მიულოცა პირველი კლასის დასრულება და მომავალი წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: დათო ჭყონია, სალომე ფირცხლაიშვილი და მარიან გოროზია
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე