სიახლეები
სკოლები

„დიპლომების ცვენა, უდიდესი სიხარული და მოლოდინი წარმატებისა“ - თბილისის N173 საჯარო სკოლას II ზ სამგზის „სუპერ კლასი“ ჰყავს
14-06-2019
-
+


ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის  N173 საჯარო სკოლის II კლასი სამგზის  ,,სუპერ კლასის “  ტიტულის მფლობელია.

ნიჭიერი მოსწავლეების მზრუნველი დამრიგებელი ლია გელოვანია, რომელიც აქტიურ მშობლებთან ერთად ბავშვების წარმატებით ამაყობს და  სიხარულს Izrune.ge-ს უზიარებს:

დიპლომების ცვენა, უდიდესი სიხარული და მოლოდინი წარმატებისა - ჩემი მოსწავლეები, მათ შორის მეც დიდი სიხარულით ველოდებით უნიკალურ, ინდივიდუალურ საკლასო ტესტებს. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეთოდოლოგიურად გამართული საკლასო ტესტების საშუალებით პირდაპირ რეჟიმში შეიტყონ საკუთარი აზროვნების დონე. უყვართ ყოველი თვის  ბოლო კვირა  დღე. ამ დროს შვილებზე ზრუნვის განსაკუთრებული დღეა.  მშობლები თავიანთ შვილებთან ერთად სხედან და მზრუნველ წარმატებას იზიარებენ, რითაც მოსწავლეებიც  კმაყოფილნი რჩებიან.

Izrune.ge-ზე  წარმატების მისაღწევად ბევრს  ვმუშაობდით  სხვადასხვა საკითხზე. პროგრამულ მასალასთან ერთად წლის განმავლობაში ვატარებდი  დამატებით  უფასო საწრეო მუშაობას მათემატიკისა და ქართულის საკითხებზე, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეთათვის  გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას. წინსვლისათვის მშობლებიც ბევრს მუშაობდნენ შვილებთან . კერძოდ, ერთვებოდნენ   ჩემ  მიერ ელექტრონულად გადაგზავნილი ლიტერატუ​რული მასალისა თუ მათემატიკური საკითხების მოსწავლეთათვის  გადაცემასა და განხილვაში. დამატებითაც მოიძიებდნენ საჭირო ინფორმაციებს.  

საწრეო მეცადინეობაზე  კლასში ვაჯამებდით   შინ დამუშავებულ  მასალას, შემდეგ  კი  ვეცნობოდით და ვამუშავებდით ახალს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ  მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. აქტიურად ვადევნებდი და ვადევნებ  თვალს მოსწავლეთა მიღწევებს.  ვცდილობდი  და ვცდილობ  განვუვითარო  და  გავუმდიდრო  მათ  თვალსაწიერი.  

უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი კლასის მეორეკლასელებმა საკმაო წარმატებას მიაღწიეს. ისინი მესამედ გახდნენ ,,სუპერ კლასის’’ ტიტულის მფლობელნი მაისის თვეში.  ადვილი საქმე ხომ არ არის?! უდიდესი მოლოდინი გვაქვს  ივნისის თვისა. გულნაკლულნი ვართ იმის გამო, რომ გარკვეული მიზეზების გამო ცოტა გვიან მოგვიხდა ჩართვა აღნიშნულ პროექტში, მაგრამ ყველაფერი წინა გვაქვს.

როცა მოსწავლეებმა გაიგეს, რომ  ჩვენს მიღწევებს  ვაცნობდი izrune.ge -ს , უხაროდათ  და  ხალისით ერთვებოდნენ მუშაობაში.  სტიმულის მიმცემია  მათთვის წარმატების შესაბამისი ჯილდოების მიღება დიპლომების სახით.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ  izrune.ge-სა და  ჩვენი სკოლის დირექციას აღნიშნულ პროექტში  გაწევრიანებისათვის. მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი და ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ სასკოლო ცხოვრების განვითარებაზე.  დანარჩენი  ბავშვების შობლებს კი მოვუწოდებთ: დაარეგისტრირეთ თქვენი შვილები  izrune.ge-ზე. არ მოაკლოთ მათ სიხარული!“ - ლია გელოვანი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება