სიახლეები
სიახლეები

რაზე უნდა გაამახვილონ აბიტურიენტებმა სამოქალაქო განათლების ტესტში ყურადღება და რა რჩევები აქვს ჯგუფის ხელმძღვანელს?!
14-06-2019
-
+


სამოქალაქო განათლების გამოცდასთან დაკავშირებით აბიტურიენტების შეკითხვებს სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელმა ირმა ხომერიკმა უპასუხა.

Etaloni.ge გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

- რაზე უნდა გაამახვილონ აბიტურიენტებმა სამოქალაქო განათლების ტესტში ყურადღება?

- ტესტზე მუშაობის დროს აუცილებელია, პირველ რიგში, ყურადღებით გაეცნოთ თითოეული დავალების პირობას და შეძლებისდაგვარად ამომწურავად უპასუხოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ დაიტოვოთ საკმარისი დრო, რათა პასუხები გადაიტანოთ სამუშაო ფურცლიდან პასუხების ფურცელზე დავალების შესაბამის ველში.

- ტესტის სტრუქტურაში რაიმე ცვლილება ხომ არ არის?

- სამოქალაქო განათლების ტესტს წელს არავითარი ცვლილება არ შეხებია.

- ღია შეკითხვებზე პასუხის დროს რას მივაქციოთ ყურადღება და სიტყვების რაოდენობაში შეზღუდულები ხომ არ ვართ?

- ღია კითხვაზე მუშაობის დროს, პირველ რიგში, საჭიროა, სწორად გაიაზროთ დავალების პირობა, მსჯელობა უნდა იყოს დავალების პირობის შესაბამისი. შეეცადეთ პასუხი იყოს ამომწურავი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უნდა იკითხებოდეს გარკვევით. სიტყვების კონკრეტული რაოდენობა არ არის განსაზღვრული, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პასუხი უნდა დაეტიოს პასუხების ფურცელზე დავალებისათვის გამოყოფილ ადგილას.

- რამდენი აბიტურიენტი აბარებს წელს სამოქალაქო განათლების გამოცდას?

- სამოქალაქო განათლება აირჩია 3000-მდე აბიტურიენტმა.

- ტექსტის რედაქტირების დროს არასწორად ჩასწორების შემთხვევაში ქულები გვაკლდება ?

- აბიტურიენტს 1 ქულა ეწერება იმ შემთხვევაში, თუ იგი ტექსტში იპოვის და გაასწორებს შეცდომას. ყველა სხვა შემთხვევა 0 ქულით ფასდება

- ღია ბოლოიან შეკითხვებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანა აუცილებელია, თუ ზოგად მსჯელობაშიც დაგვეწერება ქულა?

- აუცილებელია, თუ დავალების პირობით მოგეთხოვებათ მაგალითის დასახელება ან არგუმენტირებული მსჯელობა. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება არ დაასაბუთოთ.

- პროექტის დაწერისას რას მივაქციოთ განსაკუთრებულად ყურადღება? გვირჩიეთ როგორ დავწეროთ იდეალური პროექტი.

- დავალებაში ,,სასკოლო პროექტი“ მოცემულია თემში არსებული კონკრეტული პრობლემის აღწერა და პროექტის მიზანი. აპლიკანტს ევალება ჩამოაყალიბოს ორი ამოცანა და მათი განხორციელების კონკრეტული გზები. თქვენ მიერ შემოთავაზებული ამოცანები უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და პასუხობდნენ დასახულ მიზანს. მათი განხორციელება ხელს უნდა უწყობდეს დავალებაში აღწერილი პრობლემის მოგვარებას. მოცემული დავალება ამოწმებს პრობლემის გადაჭრის უნარსა და პროექტის სტრუქტურირების საბაზისო ცოდნას.

- კითხვები ახალი კონსტიტუციის მიხედვით იქნება დასმული?

- დიახ, მიმდინარე მოქმედ კონსტიტუციას უნდა იცნობდეთ.

- რედაქტირებაში სინონიმური მნიშვნელობის სიტყვებს ჩათვლით? მაგალითად, ვერდიქტი - განაჩენი და ა.შ?

- დავალებაში „ტექსტის რედაქტირება“ გარკვეული ტერმინი, სახელი ან თარიღი შეცდომითაა გამოყენებული. აბიტურიენტმა ტექსტში უნდა იპოვოს და გაასწოროს შეცდომები. მაგალითად: ტექსტში შეცდომით გამოყენებული ტერმინი, უნდა შეიცვალოს სწორი ტერმინით. ამ უკანასკნელის სინონიმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასევე, ჩაითვლება სწორ პასუხად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება