სიახლეები
ინტერვიუ

რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვისთვის კურორტის შერჩევისას - პედიატრის რჩევები
15-06-2019
-
+


ცხელი ზაფზულის დადგომისთანავე დასვენებისთვის პოპულარული სეზონი იწყება. კურორტებით მდიდარი საქართველო სხვა ქვეყნებიდანაც იზიდავს დამსვენებელს და პოპულარულ კურორტებზე ზაფხულში მუდამ ხალხმრავლობაა. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეთა ერთ კურორტზე  დასვენებას გარკვეული საფრთხეც ახლავს.  ამ საფრთხეზე ექიმმა პედიატრმა, თეიმურაზ მიქელაძემ „ეტალონს“ უამბო და საზაფხულო დასვენებასთან დაკავშირებით სხვა რეკომენდაციებიც მოგვცა.

– ჰაერის გამოცვლა ყველა ასაკისთვის საჭიროა და შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა, ჩემი რჩევაა,  მაქსიმალურად თავი შევიკავოთ 28 დღემდე ბავშვის  სადმე გაყვანისგან, რადგან შესაძლოა რაიმე სამედიცინო ჩარევა დასჭირდეს. სხვა შემთხვევაში, აუცილებელია, ბავშვები შაბათ-კვირაობით მაინც გავიყვანოთ სადმე. თუ ვერ გადიან ქალაქიდან, მეტნაკლებად არსებობს რეკრეაციული ზონები და იქ მაინც გაიყვანონ ბავშვები 4-5 საათით, რომ ბავშვს ბუნებასთან კონტაქტი ჰქონდეს.

– ზღვაზე წაყვანა რა ასაკიდანაა რეკომენდირებული?

– ჩვენ ზღვის სანაპიროზეც გვაქვს ქალაქი, დაბა და სოფელი და იქ ბავშვები იბადებიან, იზრდებიან, 1 დღის თუ 100 წლის ასაკშიც იქ არიან. მთავარია, ის ჰიგიენური ნორმები დავიცვათ, რაც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა თუ ჩვენი პედიატრების მიერ. ზღვის კურორტზე ბავშვი უნდა გავიყვანოთ დილის 7–დან 9, მაქსიმუმ 10 საათამდე და მერე, საღამოს 7 საათის შემდეგ, რომ თავიდან ავიცილოთ სითბური და მზის დაკვრა. სხვა შემთხვევაში, ხდება ორგანიზმის გადახურება და შეიძლება სერიოზულ პრობლემამდეც კი მივიდეთ.

– ჰიგიენურ ნორმებში რა იგულისხმება?

– ყველას გვინახავს, როგორ თამაშობენ ბავშვები ქვიშაში და, ამ თამაშის პარალელურად, იღებენ საკვებს, ეს იქნება იქვე ჩამოტარებული ნაყინი თუ სიმინდი. პლაჟზე არ უნდა გამოვიყენოთ მალფუჭებადი პროდუქტები, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ისინი სწრაფად ფუჭდება. არ უნდა გამოვიყენოთ სწრაფი კვების პროდუქტები.. როგორც მოგეხსენებათ, ამ დროს თავს იჩენს როგორც ნაწლავთა ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციები. ნებისმიერი ვირუსული ინფექცია შეიძლება შეგვხვდეს, რადგან ჩვენ ვართ ზომიერი კლიმატის ქვეყანა და თუ ზამთრის პერიოდში გვაქვს გრიპის ვირუსი, ზაფხულში გვაქვს ნაწლავთა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები, ენტეროვირუსები, კორონავირუსები, ადენოვირუსები და ა.შ.

– ეს ყველაფერი დაბინძურებული ზღვისა და გარემოს ბრალია?

– ეს გარემო მეტნაკლებად დაბინძურებული ყოველთვის იყო. უამრავი ტურისტი ჩამოდის, ყველას სხვადასხვა ინფექცია ჩამოაქვს. სხვა ერი სხვა ჰიგიენურ ნორმებს იცავს, ჩვენ სხვა ჰიგიენური ნორმები გვაქვს და, აქედან გამომდინარე, ხდება სხვადასხვა ინფექციის გავრცელება და, განსაკუთრებით, ტურისტული სეზონის დროს. გინახავთ ისიც, რომ ბავშვს უკავია ხელში სიმინდი, დადებს ქვიშაზე, მერე ისევ პირში ჩაიდებს, რაც სწორედ ინფექციის წყარო გახლავთ. თან, სიმინდი ადვილად მოსანელებელი არ არის და ადრეული ასაკის ბავშვებს არ უნდა მივცეთ. ბავშვებს აჭამევენ ბურბუშელებს, სხვადასხვა ტკბილეულს, რაც შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, ხშირ შემთხვევაში ტრანსცხიმებს, ცილები არასწორადაა გადანაწილებული და, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს მეტეორიზმი, ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. ღებინება და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება გახლავთ ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია მავნე საკვები პროდუქტების ან მავნე მიკროორგანიზმების მოსაცილებლად.

– მთა ალბათ უნივერსალური ადგილია ყველასთვის და იქ საფრთხეც ნაკლებია...

– რა თქმა უნდა, მთა უნივერსალური ადგილია და, განსაკუთრებით, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. მთა როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში, ყველაზე ერთნაირად დადებითად მოქმედებს. თუმცა, იქაც არის ჭარბი ინსოლაცია და ამიტომ, დღის გარკვეულ მონაკვეთებში, მცხუნვარე მზეში არ უნდა გავიყვანოთ ბავშვი გარეთ.

მთის კურორტსაც აქვს თავისი ჰიგიენური ნორმები. იქაც შეიძლება ნაწლავთა ინფექციები გავრცელდეს. ბოლო პერიოდში, საქართველოს მთის კურორტებზეც აურაცხელი რაოდენობის ტურისტი დადის და სხვადასხვა ინფექციაც ჩამოაქვთ. ამას ვერ ავცდებით. გარდა ამისა, არის სამშენებლო მტვერი... უამრავი კორპუსები შენდება კურორტებზე და ის სამშენებლო მტვერი ძალიან გამაღიზიანებელია განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

– რომელი კურორტი გიყვართ თავად და რომელს ურჩევთ ხოლმე მშობლებს ხშირად?

– ბახმაროს, ბაკურიანს, საირმეს, აჭარის მაღალმთიან სოფლებს... კახეთის, იმერეთის თუ ქართლის მთიან ადგილებს. მთავარია, ვის სად მიუწვდება ხელი წასასვლელად.

– ბატონო თემურ, ადრე კონკრეტული დაავადებისთვის კონკრეტულ კურორტზე წასვლას ურჩევდნენ ადამიანებს. ახლა ეს მიდგომა რატომ შეიცვალა?

– ასეთი რეკომენდაციები მოძველებულია და სამედიცინო ლიტერატურაში ვერსად შეხვდებით. მაღალი სანდოობის მქონე სამედიცინო საიტებზე ჩვენ, ექიმებს გვაქვს წვდომა და ასეთ საიტებზეც ვერ ნახავთ მსგავსს რეკომენდაციას. მხოლოდ პოსტსაბჭოთა პერიოდის რეკომენდაცია იყო მსგავსი.

– ანუ ურეკის მაგნიტური ქვიშა არ თამაშობს დიდ როლს, მაგალითად,  რაქიტის მკურნალობაში?

– რაქიტს უხდება ზღვის ჰაერი და მზის სხივები, რაც შეგვიძლია მივიღოთ ბათუმსა თუ ქობულეთშიც. რაქიტის პროფილაქტიკა ხდება ვიტამინი დე 3-თ, რაც საკმაოდ იაფი ღირს. ამ პრეპარატის მიღება იწყება დაბადებიდან და მთელი სამი წელი გრძელდება. საქართველოში არ გვაქვს მზის სხივების დეფიციტი. იმისათვის, რომ ნებისმიერი ვიტამინი კარგად შეიწოვოს, აუცილებელია  სრულფასოვანი, ბალანსირებული ვიტამინებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. თუ არ გვექნება ბალანსირებული კვება, არც ერთი ვიტამინი სწორად არ შეიწოვება და აქედან ვიღებთ დეფიციტურ მდგომარეობას. არის კონკრეტული ნაზოლოგიური პათოლოგიები, რომლის შემთხვევაშიც, ხელოვნურად ვამატებთ ვიტამინებს.

ურეკი ფანტასტიკური კურორტია და მეც ხშირად ვურჩევ, მაგრამ ურეკის სანაპირო ნახეთ, რა დღეშია! თუ კომფორტულად მოწყობა არ მოხდა ამ სანაპიროსი, სწორედ რომ ნაწლავთა ინფექციის წყაროა. მშვიდი და კომფორტული რეკრეაციული ზონების შექმნაა  მთავარი და ამაზე უნდა იზრუნოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მაგნიტური ქვიშა არის ამერიკის კონტინენტზე, ევროპაშიც, აზიაშიც და მსგავსი რეკომენდაცია არც ერთ აღწერილობაში არ გვხვდება, რომ რაიმეს შველის განსაკუთრებით. ვურჩევ, კი, ბატონო, წაიყვანოთ ბავშვები ურეკში, მაგრამ დაიცავით ჰიგიენური ნორმები! ქვიშა კარგია, მაგრამ იმ ქვიშაში ძაღლის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის განავალი არ უნდა ერიოს!

– ბატონო თემურ, ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა ასევე გოგირდის აბანოები. ამ მხრივ ბავშვებისთვის თქვენი რეკომენდაცია როგორია?

– ვურჩევ, გოგირდის აბანოებისგან თავი შეიკავონ.  სხვა მინარევებსაც შეიცავს, რამაც ადრეული ასაკის ბავშვებზე შეიძლება მავნე ზემოქმედებაც გამოიწვიოს. 7–8 წლის მერე შეიძლება, რადგან გოგირდის აბაზანის მიღება ზოგადი გამაჯანსაღებელი პროცედურაა და რაიმე სარგებელს არ უნდა ველოდოთ. გოგირდის შემცველ წყალში ნებისმიერი ბაქტერია კვდება, მაგრამ სასურველი არ არის, გოგირდის შემცველი წყალი ყლაპონ ბავშვებმა, რაც ხშირად ხდება.

– ზღვის მერე მთა ჯობს თუ პირიქით, და რამდენ ხანს უნდა გავჩერდეთ კურორტზე, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

– ორი კვირიდან სამ კვირამდე  მაინც უნდა გავჩერდეთ. ჯერ მთაა რეკომენდირებული, მერე ზღვის კურორტი. ამის მერეც, კარგი იქნება სადმე აგარაკზე ან სოფელში ბავშვის წაყვანა. კურორტებზე სიარული ძვირი სიამოვნებაა ისედაც შეჭირვებული ხალხისთვის, მაგრამ თუ არ გვაქვს ამის საშუალება, ყველას გვაქვს მიტოვებული სოფლები და იქ მაინც შეიძლება წასვლა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი უქმე დღეებში, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

სიახლეები
საზოგადოება