სიახლეები
სიახლეები

3 საბედისწერო დღე ამ კვირაში - მიხეილ ცაგარელის საგანგებო გაფრთხილება ქალებს
17-06-2019
-
+


„ეს კვირა შედარებით მშვიდი და გაწონასწორებულია, რასაც ვერ ვიტყვით შემდეგ კვირაზე. თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ მოასწარით ამ კვირაში. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ამ კვირაში სამი მნიშვნელოვანი დღე გვაქვს...“ - აცხადებს მიხეილ ცაგaრელი.

17 ივნისს, ორშაბათს, სავსემთვარეობაა და მთელი დღე მანძილზე ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება. იმატებს გაღიზიანება, დეპრესია. არ დაიწყოთ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გაღიზიანების მომენტი ქალებზე უფრო მოქმედებს ვიდრე მამაკაცებზე.

მეორე საკრალური დღეა 21 ივნისი პარასკევი, მზებუდობა, ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. ამ დღეს, მზის ჩასვლამდე აუცილებლად აანთეთ ყვითელი ყვითელი სანთელი და ჩაიფიქრეთ რაც გინდათ. ამ დროს ყველაზე მაღალ ეგზალტაციაშია მზე. სანთლის ანთებისას, იოცნებეთ, დასახეთ მიზნები და შემდეგ, იბანავეთ, ამ დროს ხდება ბუნებრივი განმენდა. მზის ჩასვლამდე ბანაობა რამდენ პაციენტს განკურნავთ წარმოდგენა არ გაქვთ. აანთებთ სანთელს ჩაუთქვამთ სურვილს, მერე იბანავებთ. ოღონდ ეს ხდება მზის ჩასვლამდე.

მესამე საკრალური დღეა 22 ივნისი შაბათი, პლანეტა ნეპტუნი 22 ნოემბრამდე ხდება უკანმოძრავი, რაც წარსულში გვაბრუნებს. გაქვს რაიმე პროექტი, რომელიც ვერ განახორციელე, შეგიძლია უკან დაუბრუნდე. ასევე შეიძლება ზოგიერთ ადამიანს დაუბრუნდეს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მიღების სურვილი...“

ახლა კი გაგაცნობთ, თუ რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს:

ვერძის მთავარი პრობლემაა ფულის უყაირათო ხარჯვა. მაქსიმალური დიპლომატია გმართებთ კოლეგებთან.

კუროს ორი პრობლემა აქვს იმპულსურობა და სიზარმაცე. ზოგიერთი კურო შეიძლება აღმოჩნდეს სასამართლო პროცესზეც უძრავ ქონებაზე დაკავშირებით.

ტყუპებისთვის საუკეთესო პერიოდია შეცდომების ანალიზისთვის, მაგრამ ნუ დაიწყებთ რაღაც გრანდიოზულს.

კირჩხიბს ყველაზე რთული პერიოდი აქვს, მაგრამ შედარებით ენერგოტონუსი მოემატება. არავითარი ზედმეტი ხარჯი არ გაწიოთ.

ლომებისთვის შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან დაძაბულობის ალბათობა ისევ ისე მაღალია, თუმცა ამ კვირაში მოგვარების შანსი გაქვთ.

ქალწულებმა თავი შეიკავონ საქმეების გარჩევისგან, რაც ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. სხვა არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

სასწორის მხარესაა დიდი წარმატებაა, მაგრამ გრანდიოზული რაღაცების დაწყება საერთოდ არ არის საჭირო.

მორიელს მაქსიმალური ყურადღება ემოციისადმი. ეს შეიძლება არასასურველი კონფლიქტების წყარო გახდეს. შემდეგი კვირიდან წარმატების შანსი მოიმატებს.

მშვილდოსნებს იდეალური კვირა აქვთ მოგზაურობისთვის, სიახლეებისთვის, ენების შესასწავლად, თავი შეიკავეთ სარკაზმისგან.

თხის რქას შედარებით უკეთესი პერიოდი აქვს. დაალაგებს ურთიერთობებს და მოემზადება კარგი პერიოდისთვის.

მერწყულებო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, კარგი პერიოდია ცნობიერების გასაფართოებლად, იკითხეთ წიგნები.

თევზებს შედარებით უკეთესი პერიოდი აქვთ, მოაგვარებთ ისეთ პრობლემებს რაც წინა კვირებში დააგროვეთ. კირჩხიბის პერიოდში უკეთესი სიტუაცია გექნებათ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება