სიახლეები
ეტალონი, სამასწავლებლო

გზა ევროპისკენ - ვინ ადგენს კითხვებს უკეთესი მომავლისთვის
17-06-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge სექტემბრიდან უპრეცენდენტო სიახლეს შემოგთავაზებთ.

გზა ევროპისკენ - ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი პორტალზე  სამოქალაქო განათლების დღე იქნება და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  მოქალაქეობრივი აზროვნების სისტემურ-ეფექტურ და დროულ ამოქმედებას, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების, მათი ტრადიციების, ღირებულებებისა და ისტორიის წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ მასშტაბური, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურია პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ავტორობით ხორციელდება.

„დირექტორებთან დიდი დისკუსია გვქონდა და შევჯერდით ჯანსაღ აზრზე, რომ მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და Izrune.ge-ში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრება აქტიურდება და ოჯახებიც სისტემურად ადევნებენ შვილების განათლება-განვითარებას თვალს, ნათლად ხედავენ სად სჭირდებათ დახმარება და რა მხრივაა მუშაობა გასაძლიერებელი. ჩვენი თანამშრომლობით იწყება ახალი პროექტი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება- გზა ევროპისკენ“, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები მრავალსაუკუნოვან და სამომავლო ღირებულებებს თავად დააკვირდებიან და გააანალიზებენ. პორტალში ჩართულობა თავისუფალი აზროვნების, გახსნილი გზებისა და უცხოელი მეგობრების შეძენის წინაპირობაა, განათლებული და კონკურენტუნარიანი თაობა სამშობლოს საზღვრებს მიღმა ღირსეულად წარადგენს. Izrune.ge კი თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობისთვის მზა პროდუქტს გვთავაზობს. დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ პროექტში, კითხვების შედგენაში ქუთაისის 6 თანამოაზრე სკოლა მონაწილეობს და მომავალი თანამშრომლობისთვის დანარჩენი სკოლების მზაობაც დიდია. Izrune.ge-ს ოჯახების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება აქვს და მეტ ჩართულობას ველოდებით,-“ პროექტის გენერალური მენეჯერი მაია ცქიტიშვილი.   

დაწყებითი, საბაზო და დამამთავრებელი კლასების მიხედვით კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს.

 I, II კლასების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია:

„ჩვენი სკოლა საგანმანათლებლო სივრცის წარმატებული წევრია და განსაკუთრებულ ინოვაციებს მუდმივად უჭერს მხარს. ერთერთი ასეთი წამოწყება  სწორედ „გზა ევროპისკენ“ გახლავთ, რომელიც მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების კუთხით მოსწავლეების, პედაგოგებისა და ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.  ჩვენი სკოლიდან კითხვების შედგენაში დაწყებითი კლასების პედაგოგები ჩაერთნენ, რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკითხები სასკოლო ლიტერატურიდან მოვა, ტესტები უკვე მზად გვაქვს და სექტემბრიდან პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას ვიწყებთ.“

III, IV კლასების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა:

ეტალონთან“ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ასევე აქტიურად ვერთვებით Izrune.ge-ში და ახალ წამოწყებაში, რომელსაც „გზა ევროპისკენ“ ჰქვია. ჩვენი სკოლა მთელი საქართველოს III- IV კლასის მოსწავლეებისთვის ადგენს ტესტებს, რომელიც ასაკისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიით იქნება შექმნილი და ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად მოქალაქეობრივი აზროვნების ამაღლებას შეუწყობს ხელს, რის გარეშეც ქვეყნის წარმატება წარმოუდგენელია. მახარებს, რომ ერთერთი პირველები ჩავერთეთ უმნიშვნელოვანეს პროექტში და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად აქტიურად ვემზადებით წარმატებისთვის.“  

პროექტში ასევე წარმატებით ერთვებიან:

V - VI კლასები -  ქუთაისის N1 საჯარო სკოლა - სალომე სარალიძე;

VII - VIII კლასები -  ქუთაისის N30 საჯარო სკოლა- დირექტორი მიხეილ გიორგაძე;

IX - X კლასები -   ქუთაისის N2 საჯარო სკოლა - დირექტორი მურად ჯიშკარიანი;

XI - XII კლასები - ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - დირექტორი ნესტან სიხარულიძე.

მათ მზრუნველ გამოცდილებას  Izrune.ge ეტაპობრივად სიამაყით გაგაცნობთ.

გზა ევროპისკენ - აღსანიშნავია, რომ პროექტი სოციალური დატვირთვისაა და უსასყიდლოდ გავრცელდება ყველა იმ მოსწავლეზე, რომელიც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია Izrune.ge -ში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება