სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები დასრულდა - დირექტორებისა და განათლების მინისტრის შეფასება
17-06-2019
-
+


საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 09:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 16:00 საათამდე გაგრძელდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.  ამასთან, დირექტორები აღნიშნავენ, რომ პროცესებმა მშვიდ ვითარებაში მშობელთა მეტ-ნაკლები აქტივობით ჩაიარა.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას თბილისის N120 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა წერეთელი აცხადებს, სკოლაში საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

„მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები. აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. თითქმის, ყველა მასწავლებელმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება კანდიდატთა რაოდენობას, არჩევნებში 9 მასწავლებელი და 10 მშობელი მონაწილეობს. სკოლა 6-6 კანდიდატს ირჩევს, ვინაიდან 600-მდე მოსწავლე გვყავს სკოლაში. 16:00  საათზე დაილუქა უბანი და ხმების დათვლაც დაწყებულია, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გახდება ცნობილი არჩვენების შედეგები“, - განაცხადა მარინა წერეთელმა.

თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორის, პაატა რაზმაძის თქმით, სკოლაში 405 მოსწავლე სწავლობს, ხოლო კონკურენცია თითქმის არ არის, რადგან სამეურვეო საბჭოს არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

„საარჩევნო პროცესი მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, კონკურენცია არ არის, თითო-თითო კანდიდატია დარეგისტრირებული. რაც შეეხება აქტივობას, შემიძლია ვთქვა, რომ საშუალო აქტივობა იყო. თუმცა როგორც წინა წლებში, ახლაც რატომღაც ამ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ“, - განაცხადა რაზმაძემ.

არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ეცადეიშვილიც გვესაუბრა. მისი ცნობით, სკოლაში 1 400-მდე მოსწავლე სწავლობს, თუმცა, მშობელთა დიდი აქტივობა არ ყოფილა.

„არჩევნებში ყოველგვარი ინციდენტის გარეშე წარიმართა. ჩართულნი იყვნენ მშობლებიც და მასწავლებლებიც, თუმცა მშობელთა დიდი აქტივობა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ მშობლები ინფორმირებულები იყვნენ, სკოლაშიც გამოკრული იყო შესაბამისი განცხადება, მასწავლებლებისგანაც იცოდნენ და მოსწავლეებისგანაც, რომ არჩევნები ტარდებოდა“, - განაცხადა ეცადეიშვილმა.

როგორც მშობელთა ნაწილი აცხადებს, მათ სამეურვეო საბჭოს არჩევნების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მხოლოდ დღეს გაიგეს.

„დღეს გავიგე რომ ჩვენს სკოლაში სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კენჭისყრაა. არავინ გაგვაცნო ვინ არიან ისინი, არც როდის უნდა დაგვეყენებინა კანდიდატურა, არაფერი...“ - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

განათლების მინისტრი მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკმაოდ ადრე იყო გავრცელებული.

„სამეურვეო საბჭოების არჩევნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ ადრე იყო გავრცელებული და ყველას ჰქონდა დრო, რომ სურვილის შესაბამისად მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. რამდენიმე კვირის წინ ამის შესახებ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ, მაქსიმალურად გავავრცელეთ ინფორმაცია და ფაქტობრივად, ყველა წინასწარი ინფორმაცია ვეცადეთ რომ გავრცელებული ყოფილიყო. საარჩევნო გარემო ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობა. ჩემი მოადგილე რამდენიმე სკოლაში იყო კიდეც წასული და აკვირდებოდა ვითარებას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პროცესი როგორც თავიდან იყო გამჭვირვალე, ისე დღევანდელი არჩევნები მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ნებისმიერ ჟურნალისტს თუ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება