მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლა საბიბლიოთეკო კვირეულში წარმატებით ჩაერთო.
„რაჭა - ჩვენთვის სამშობლო აქედან იწყება“ - ისტორიულ- ლიტერატურული კომპოზიციითა და სკოლაში არსებული, ბავშვების მიერ შეგროვებული ეთნოგრაფიული ექსპონატებით მოსწავლეები ამბროლაურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საინტერესო აქტივობით წარდგნენ.
ღონისძიებაში სკოლის შვიდივე მოსწავლე მონაწილეობდა: ანი და ლუკა არდიები, სალომე ვაჩაძე, ლაშა ტოროტაძე, ლიზი,ელენე და ლუკა გოგსაძეები.
ლუკა არდიამ რაჭის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებისა და ველევის თემის ღირსშესანიშნაობების სლაიდშოუ მოამზადა.
რაჭის ისტორიისა და რაჭაზე შექმნილი ლექსების, აგრეთვე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამების კითხვა ნინო ბაშარულისა და ანსამბლ „ბასიანის“ მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა.
ღონისძიებამ, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებულმა პედაგოგმა, ეკატერინე (კატუშა) ჭიჭინაძე- გოგსაძემ მოამზადა, დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებს კი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგომის, მხატვრული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარები განუმტკიცა.
ღონისძიების დასასრულს, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისაგან მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე