სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლის გზავნილი მოსწავლეებს, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა - 15 საშინაო დავალება ზაფხულისთვის
18-06-2019
-
+


იტალიის ზღვისპირა ქალაქ ფერმოსერთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა ჩეზარე კატამ თავის მოსწავლეებს ზაფხულისთვის საშინაო დავალება მისცა, რომელიც შედგებოდა 15 პუნქტისგან და ეს იყო საუკეთესო რამ, რაც მას შეეძლო ბავშვებისთვის გაეკეთებინა.

საშინაო დავალებას ჩეზარე კატასგან სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სრულიად დამსახურებულად. აი, რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი სამსახური და იზრუნო ბავშვებზე.

15 პუნქტი ზაფხულისთვის ჩეზარე კატასგან:

  1. დილაობით ისეირნეთ ზღვის ნაპირზე მარტომ, უყურეთ მზის ათინათებს წყალზე და იფიქრეთ იმაზე, რა გხდით ბედნიერებს.
  2. ეცადეთ გამოიყენოთ ახალი სიტყვები, რომელებიც ვისწავლეთ წელს. რაც უფრო მეტის თქმას შეძლებთ, მით უფრო საინტერესოდ შეძლებთ აზროვნებას, და რაც უფრო მეტი აზრი გექნებათ, მით უფრო თავისუფლები იქნებით.
  3. წაიკითხეთ! ბევრი, რამდენსაც შეძლებთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ ვალდებულები ხართ გააკეთოთ ეს. წაიკითხეთ, იმიტომ რომ ზაფხული შთაგაგონებთ ოცნებებსა და თავგადასავლებს.
  4. მოერიდეთ ყველაფერს, რასაც ნეგატივი და სიცარიელის შეგრძნება მოაქვს. ეძებეთ შთაგონება და მეგობრები, რომლებიც გავსებენ, რომლებსაც ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთებს, როგორებიც ხართ.
  5. თუ გრძნობთ მოწყენილობასა და შიშს, ნუ ღელავთ: ზაფხულს, როგორც სხვა ნებისმიერ მშვენიერ რამეს ცხოვრებაში, სულის აფორიაქება შეუძლია გამოიწვიოს. აწარმოეთ დღიური, აღწერეთ ის, როგორ გრძნობთ თავს (სექტემბერში, თუ გინდათ, ერთად წავიკითხავთ).
  6. იცეკვეთ და ნუ შეგრცხვებათ ნურაფრის. ყველგან, სადაც გინდათ: გინდ საცეკვაო მოედანზე, გინდ საკუთარ ოთახში მარტომ. ზაფხული - ცეკვაა, და სისულელე იქნება არ მიიღოთ ამაში მონაწილეობა.
  7. თუნდაც ერთხელ შეხვდით განთიადს. იდექით ჩუმად და ღრმად ისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები და იგრძენით მადლიერება.
  8. რაც შეიძლება მეტი ივარჯიშეთ.
  9. თუ შეხვდით ვინმეს, ვინც ძალიან მოგეწონათ, უთხარით ეს მას ისე ლამაზად და დარწმუნებით, როგორც შეძლებთ. ნუ გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებენ. თუ არაფერი არ გამოვა - ესე იგი, თქვენი ბედი არ იყო. და თუ გაიგებენ და გიპასუხებენ, გაატარეთ ერთად ზაფხული, და ეს დაუვიწყარი იქნება.
  10. გადაიკითხეთ ჩვენი გაკვეთილების კონსპექტები: შეადარეთ ყველაფერი ის, რის შესახებაც ვკითხულობდით, იმას, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში.
  11. იყავით ისეთივე ბედნიერები, როგორც მზის შუქი, და ისეთივე თავისუფლები, როგორც ზღვა.
  12. გთხოვთ, არ იჩხუბოთ. იყავით თავაზიანები და კეთილები.
  13. უყურეთ კარგ ფილმებს ღრმა ემოციური დიალოგებით (თუ შეგიძლიათ, ინგლისურად), რათა ერთდროულად გააუმჯობესოთ თქვენი ინგლისური და განვითაროთ უნარი იგრძნოთ და იოცნებოთ. დაე ,კინო არ დამთავრებულიყოს თქვენთვის ფინალურ ტიტრებთან ერთად, იცხოვრეთ ფილმით ისევ და ისევ, ჩართეთ ის ამ ზაფხულის გამოცდილებაში.
  14. ზაფხული - ეს არის მაგია. დილის კაშკაშა მზის შუქზე და ცხელი ზაფხულის საღამოებით... იოცნებეთ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს და უნდა იყოს ცხოვრება. გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რათა არასოდეს არ დანებდეთ ოცნების გზაზე.
  15. იყავით კარგები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება