მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ოჯახში ძალადობის ამსახველი შინაარსის მქონე ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის, აგრეთვე, სენაკის, მარტვილისა და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარდგენილი სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლებიდან მესამეზე - სენაკის პირველი სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეორგოლი გავიდა.
ფილმში "გახსოვდე მე", მონაწილეობენ სენაკის N1 სკოლის მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლეები/მსახიობები: გიორგი ბართია, ზურაბ ხურცილავა, მაგდა კვარაცხელია, ბექა რეკვავა. რეჟისორი და სცენარისტი-ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნატო მორგოშია, ვიდეომონტაჟი აკაკი შენგელია.
გამარჯვებულებს და კონკურსის მონაწილეებს რაიონული პროკურატურის სახელით ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
კამპანია „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი