სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
13-06-2019
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მათ მონაწილეობა მიიღეს ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რომლებშიც ჩართული იყვნენ პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციები, საპატიო დოქტორები.

ზურაბ ხონელიძე და ინდირა ძაგანია შეხვდნენ ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფ. კშიშტოფ სიკორას, სახელმწიფო კანცლერს, პროფ. ფილიპ სიკორას, ახალარჩეულ რექტორს, პროფ. მარეკ ხამოტს, პრორექტორს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფ. მაჟენა სობჩაკს, პრორექტორს სამეცნიერო დარგში, პროფ. ვიესლავ ოლშევსკის, ენების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. ირენა კუდლინსკას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მასპინძელი უნივერსიტეტის თავმჯდომარეობით ხელი მოაწერა პარტნიორ უნივერსიტეტებთან კონსორციუმის შექმნას, რომელიც ახალ ევროპულ პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას ისახავს მიზნად.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტს 7- წლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ და კონსორციუმით ახალი შესაძლებლობები შეიქმნა ორივე მხარისთვის.

ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კონტაქტების გაძლიერებაში, ინტერკულტურული ურთიერთობებისა და განათლების გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილისთვის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ სახელმწიფო კანცლერი, პროფ. ფილიპ სიკორა და პროფ. ირენა კუდლინსკა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა .

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქის მერიაში, ბიზნესმენებთან და სხვ.

Erasmus+ ფარგლებში სსუ-ის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, ხოლო პროფ. ინდირა ძაგანიამ - თემაზე: „კულტურათაშორისი კომუნიკაციების შესაძლებლობები თანამედროვე მსოფლიოში“.

ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სამზარეულო, სადაც საქართველომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მოგვიანებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ბელოსტოკში ფინანსებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტს ეწვია, რომელთანაც თანამშრომლობის ხელშეკრულება მიმდინარე წლის აპრილის თვეში გაფორმდა.

შედგა შეხვედრა რექტორთან, პროფ. ედუარდ ჰოსცილოვიჩთან, რომელშიც მონაწილეობდნენ პრორექტორი საერთაშორისო დარგში, პროფ. ანატოლიუს კოპჩუკი, დეკანები, განყოფილებების უფროსები.

დაისახა სამომავლო გეგმები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

ვიზიტის დასასრულს, გაიმართა შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში, ვარშავაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება