მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წარმოგიდგენთ კვირის ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზს, რომელსაც მიხეილ ცაგარელი გვთავაზობს.
ვერძი შეიძლება გახდეს კრიტიკის ობიექტი კოლეგების მხრიდან. შეიძლება დაეძაბოთ ურთიერთობა პარტნიორებთან. ასევე ფულის უყაირათო ხარჯვა თქვენს იდეებს წყალში გადაყრის.
კუროების ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია. ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციურ მდგომარეობას და ნუ იქნებით სულსწრაფი და ზარმაცი.
ტყუპების ენერგოტონუსი მაღალია. ახლა თქვენი დროა და იაქტიურეთ. ყველაზე მაღალი შანსები გაქვთ და იდეების რეალიზაცია უკეთესად გამოგივათ. კოლეგებთან ყველა პრობლემას მოაგვარებთ, უბრალოდ რადიკალური ცვლილებებისგან მაინც თავი შეიკავეთ.
კირჩხიბს უმთავრდება განვითარების ერთწლიანი ციკლი. საჭირო არაა ახალი საქმის დაწყება, ძველი უნდა დაასრულოთ ჯერ. არ გინდათ შეხვედრები, მოგზაურობა და ახალი სამსახურის დაწყება.
ლომებმა ამ კვირაში ურთუერთობების გარჩევისგან თავი შეიკავეთ. ასევე ნუ გაამხელთ თქვენს იდეებს. კარგი დრო მალე დადგება. შეცდომების დაშვების ტენდენცია მაღალია და ყურადღებით იყავით. კარგია თუ შეცდომების ანალიზსაც მოახდენთ.
ქალწულების ენერგოტონუსი დაბალია კიდევ, კონფლიქტების ალბათობა დიდია სამსახურში. იყავით მზად სხვადასხვა სახის ცვლილებებისთვის. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. დაიკავეთ პოზიცია მოლოდინის რეჟიმის.
სასწორების ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ დიდია ალბათობა რომ მოულოდნელი ხარჯი გქონდეთ. ზედმეტ ილუზიებს ნუ დაეყრდნობით, იმოქმედეთ პრაგმატულად და ეს პერიოდი სასიკეთო იქნება.
მორიელები ნუ გადაიტვირთებით, თქვენს ორგანიზმს დრო სჭირდება დახარჯული ენერგიის აღსადგენად. სწორედ მაშინ როდესაც ენერგოტონუსი დაბალია, ასეთ ადამიანებს სამყარო კოსმიურ გამოცდებს უწყობს.
მშვილდოსნის ენერგოტონუსი მაღალია. შეგიძლიათ აქტიურობა, იდეების რეალიზება, მაგრამ მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. დიდ პროექტებს ნუ შეეჭიდებით.
თხის რქების ენერგოტონუსი ოდნავ უმჯობესდება, ოღონდ ისე არა რომ გადაიტვითოთ. მოერიდეთ ქორწინებას და მნიშვნელოვანი მოქმედებების დასახვას. ასეთი რაღაცები გადადეთ.
მერწყულებმა ისევ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღებას. კარგი იქნება ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. არ გაარჩიოთ საქმეები და მოერიდეთ ახალ ნაცნობობას.
თევზებს გარკვეული ცვლილებები ექნებათ, მაგრამ რადგან ენერგოტონუსი დაბალია ძალიან ნუ გადაიტვირთებით დ ანუ ინერვიულებთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობის ფაქტორს, მეტი დაისვენეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...