სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

როგორ დასრულდა სკოლებში სასწავლო წელი - დირექტორები მიღწევებს გვიზიარებენ
19-06-2019
-
+


Etaloni.ge-ს სასკოლო ცხოვრების პულსზე უდევს ხელი და მიმდინარე აქტივობებს ფეხდაფეხ მიჰყვება.

სასწავლო წლის დასასრულს, დავინტერესდით, როგორ აჯამებენ წარმატებული დირექტორები სასკოლო აქტივობებს და რას თვლიან  მთავარ მიღწევად.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მაღრაანის საჯარო სკოლის დირექტორი გულისა ნათელაური:

„2018-2019 სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის ნაყოფიერი გახლდათ. მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით დაძლიეს და სხვადასხვა შემეცნებით-სპორტულ აქტივობაში საკუთარი შესაძლებლობები ეფექტურად წარმოაჩინეს. სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო, იქნება ეს საქველმოქმედო აქტივობა, პოეზიის საღამოები თუ თეატრალური დადგმები. ჩვენი პედაგოგები მუდამ თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და აქტიურად ცდილობენ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. აღსანიშნავია, რომ სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგებს დიდი პატივითა და სიყვარულით დაემშვიდობა.“

მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა კუბლაშვილი:

„კონტიგენტის სიდიდით არ გამოვირჩევით, თუმცა საგანმანათლებლო გამოწვევებს წარმატებით ვუწყობთ ფეხს და სასკოლო ცხოვრებაც საკმაოდ აქტიური გვაქვს. წლის განმავლობაში მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვაწყობთ, წარმატებით ვასპარეზობთ შემეცნებით-სპორტულ აქტივობებსა და ოლიმპიადებში. ჩვენი კურსდამთავრებულები წამყვან უნივერსიტეტებში გრანტით ირიცხებიან. პედაგოგების 70 % უფროსი მასწავლებელია, 3 კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ემზადება.“

ჭიათურის მუნიციპალიტეტის უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ პაპიძე:

„2018-2019 სასწავლო წელმა მშვიდ, შემეცნებით და მამოტივირებელ გარემოში ჩაიარა. სკოლაში მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ-სპორტულ აქტივობაში წარმატებით ასპარეზობდნენ. განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვებს გამოვარჩევდი, მათზე დიდ იმედებს ვამყარებ. რაც შეეხება პედაგოგებს, მათი უმრავლესობა უფროსი მასწავლებლის სტატუსისთვის იბრძვის, 2 კი წამყვანი მასწავლებელი ხდება.“

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი ლიპარტია:

„ჩვენს სკოლაში კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა წარმატებით. ერთიან და მამოტივირებელ საგანმანათლებლო სივრცეში არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და მოსწავლეებმაც შემეცნებით თუ სპორტულ აქტივობებში ეფექტურად წარმოაჩინეს თავი. პედაგოგები კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებენ და  სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას ცდილობენ.“

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკობიანოს საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან გორელაშვილი:

„საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი გვქონდა. აკადემიური ცოდნის მიღებასთან ერთად, მოსწავლეები მრავალ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 5 ოქროსმედალოსანი გვყავს, მომავალი წლიდან კი ამ დროის მონაცემებით, 14 პირველკლასელს ველოდებით. რაც შეეხება პედაგოგებს, მუდმივად თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და სერტიფიცირების გამოცდაზე აქტიურად გადიან.“

ქარელის მუნიციპალიტეტის ავლევის საჯარო სკოლის  დირექტორი ოლია ღვინიაშვილი:

„განვლილ სასწავლო წელს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება საშუალოზე მაღალი გახლდათ. სკოლაში არაერთი შიდა კონკურსი ჩატარდა და ბავშვებმა სხვა შემეცნებით-სპორტულ აქტივობებშიც წარმატებით იასპარეზეს. სკოლაში 10 პედაგოგი გვყავს, აქედან 9 უფროსი მასწავლებელი გახლავთ, ერთი კი ახლა ელოდება სტატუსის მინიჭებას.“

აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე:

„ჩვენ „ახალი სკოლის მოდელის“ 50 სკოლაში ვართ ჩართულნი, ამდენად, წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესი უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ, აქტიურად ვიმუშავეთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართვის კუთხით და მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლებისთვის ეფექტური ღონისძიებები გავატარეთ. მაგალითად, მშობლებთან ერთდ მათ ლიტერატურის წაკითხვა და კომენტარების დაწერა ვთხოვეთ, მეტი კონცენტრაციისა და გააზრებისთვის. წელს სკოლამ 5 მედალოსანი გააცილა და იმედია, ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ უმაღლესში სწავლას. ჩვენი პედაგოგების 75% უფროსი მასწავლებელი გახლავთ, 7 კი წამყვანი მასწავლებლობის სტატუსის მოსაპოვებლად ემზადება.“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება