მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განათლებაში დაფიქსირდა.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი განათლების სფეროში 2018 წლის I კვარტალის მონაცემებით – 399.6 მილიონი ლარი იყო; ხოლო 2019 წლის I კვარტალის მონაცემებით – 475.6 მილიონი ლარია.
რაც შეეხება განათლებაში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას წინა წლის შესაბამისი პერიოდთან მიმართებაში, 2018 წლის პირველი კვარტალი 5,9% იყო; ხოლო 2019 წლის პირველი კვარტალი - 15.7%.
2019 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 745.2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 2.4 პროცენტით.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ-ერთი მეთოდია.
იხილეთ ასევე: განათლების სფეროში ხელფასები 2018 წელთან შედარებით გაზრდილია - საქსტატი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...