მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება დაიწყო.
სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიზანს, ყველა იმ უწყების პასუხისმგებლობის გაწერა წარმოადგენს, რომლებიც ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხებში დაბადებიდან სკოლაში მისვლამდე არიან ჩართული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულ მხარეებთან ერთად, საერთაშორისო გამოცდილებაზე, დოკუმენტის ფორმატზე და სტრუქტურაზე იმსჯელა.
„უმნიშვნელოვანესია, რომ დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი განათლება/განვითარების მიმართულებითდარეგულირდება როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების ვალდებულებები.
კერძოდ, გაიწერება ყველა იმ უწყებების პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდება როგორც ბავშვის დამატებითი მომსახურებას, ასევე ბაღის ადმინისტრაციას, აღმზრდელს, დამატებით სპეციალისტებს და სხვა.
ხაზგასასმელია, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით, დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან ერთად ჩართულია ორი ადგილობრივი ექსპერტი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს