მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები შევიდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში იმ უმაღლესებისთვის, რომლებსაც სტუდენტთა მიღება შეეზღუდათ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც შეეზღუდა სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება, ამ შეზღუდვის ძალაში შესვლიდან 4 თვის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია ცენტრში წარადგინოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც ცენტრი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახორციელებს მონიტორინგს.
იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდვისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 4 თვით ადრე არ წარმოადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს, ცენტრი საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მონიტორინგს.
ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძალაში დარჩეს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება;
დ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.
აღნიშნული ბრძანების მიხედვით განისაზღვრა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის საფასური:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ანგარიშის წარმოდგენისათვის, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესი, საფასური გამოითვლება კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით და შეადგენს.
იხილეთ ბრძანების სრული ვერსია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება