მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის წნისის საჯარო სკოლაში ჩატარდა კვლევა თემაზე „როგორ გავზარდოთ საბაზო საფეხურის მოსწავლეების მოტივაცია ბიოლოგიის სწავლებისას“. ავტორი ბიოლოგიის პედაგოგი თეონა ბლიაძე გახლავთ.
ბიოლოგიის პედაგოგმა თეონა ბლიაძემ 2019 წლის 14 ივნისს კვლევის ანგარიში წარუდგინა კოლეგებს სკოლის ბაზაზე. პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა power point-ში აწყობილ სლაიდებს, შეიცავდა ინფორმაციას VII, VIII, IX კლასებში ჩატარებულ თეორიულ და ექსპერიმენტულ საფუძვლებს. კერძოდ პრობლემის შესწავლას, შესაბამის ინტერვენციების დაგეგმვა/განხორციელებას, შეფასების ეტაპებს, რის შედეგადაც პედაგოგმა დასკვნის სახით გაუზიარა კოლეგებს ჩატარებული ინტერვენციები და მიღწეული შედეგები.
პედაგოგის კვლევის საბოლოო დასკვნის მიხედვით, „მშობლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის. გამოკვლევის თანახმად რაც უფრო მეტად არის მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, მით უფრო მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია სწავლასთან დაკავშირებით.
მასწავლებლის შრომისუნარიანობით, სამართლიანობით,და სხვადასხვა აქტივობებითა და მეთოდური საშუალებების გამოყენებით (ინტერვენციები, განმავითარებელი შეფასება და სხვა) შესაძლებელი ხდება საბაზო საფეხურზე მოტივაციის ამაღლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სახის პროექტებში, მათ განსაკუთრებით აინტერესებთ ლაბორატორიული, პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაოები. სწორედ ასეთი ინტრერვენციების განხორციელების შედეგად დაძლეულ იქნა ის პრობლემა, რომელიც კვლევის დაწყების მიზეზი იყო. 25%-ით გაიზარდა მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესი და მოტივაცია“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე