Etaloni.ge გაგაცნობთ შუახევის მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელს, მერი ბერიძეს:„შუახევის მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება გარკვეულწილად სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გაღებულ შრომას დაეთმო.
რეალური განათლების სისტემა ოდითგანვე ინოვაციებზე, ნოვატორთა არსებობაზე და საკუთრი მეს დავიწყებაზე იყო დაფუძნებული. დღესაც ძალიან ძნელია ფინური სკოლის მახასიათებლები, თუნდაც საშინაო დავალებების, კლასიკური საკლასო გარემოებების, ტრადიციული გაკვეთილების, ტესტების და შეფასების იშვიათობა და ა.შ. გაიგოს ამ სისტემაში მომუშავეთა დიდმა ნაწილმა.
შესაბამისად, სწრაფცვალებად სამყაროდან შემომავალი სიახლეების ,,არშემოშვება“ ხდება სხვადასხვა გზით. მათ შორის ძალადობით და თავისუფალი მეს უგულებელყოფით. ამიტომაცაა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას ბულინგი მის საკლასო, თუ სასკოლო სივრცეში ჯერ კიდე არ დაუნახია და ვეჭვობ, ახლო მომავალშიც ნაკლებია შანსი თვალის ახელისა. ამ ფონზე, აუცილებელია სკოლებში თითოოროლა იმ პედაგოგთა არსებობა, რომელთა როლიც მომავალ თაობას ყველაზე უკეთეს თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებულ საზრდოს მიაწვდის.
ათწლეულის წინ რეფორმების დასაწყისში მცირე სამეგობრო ჯგუფის მიერ აღმოჩენილი სლოგანი
,,გაანათლეთ თქვენი ბავშვები და ისინი გასწავლიან როგორ იცხოვროთ თქვენ“ ნოვატორ პედაგოგ მერი ბერიძის მიერ ასო-ასოდ იქნა აწყობილი და თვალსაჩინოდ გამოკრული. ზოგადად ამ სლოგანს პროტესტი მოჰყვა და ბუნებრივია დღესაც გრძელდება პროტესტი. ანუ საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ახალი თაობისგან რაიმეს სწავლაც კი. ფაქტია, რომ ზუსტად წაბლანის სკოლის კედლებში გამოიზარდა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ ბერიძე, რომელმაც პირველმა, ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალური ,,განათლების“ პერიოდში დასვა კითხვა შემდეგნაირად: ,
,შვილს მტრულად მოექეცი, მოყვრად გამოგადგება?!“ დაკვირვებულმა თვალმა იცის, რომ ფსიქოლოგიური გარემოს შეცვლას ათწლეული სჭირდება უმრავლესისთვის და ცვლილებები კი ყოველთვის ერთეულთა მხრებით ხდება.
როცა უფროსი მასწავლებელი მერი ბერიძე გაკვეთილიდან ხან გახარებული და ხან საკუთარ თავიდან განაწყენებული გვინახია, იმედი მოგვცემია ერთეულთა ხარჯზე საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად მომავლის ცვლილებისა.
,,მერი მასწავლებელი ის ადამიანია, რომელსაც შეიძლება თამამად ვუწოდოთ მომავალი თაობის მოძღვარი. თვითონ პიროვნება იმდენად თავისუფალი, გახსნილი და ხალასია სხვებთან ურთიერთობაში, რომ შეუძლებელია, ბავშვი ოთხი წლის განმავლობაში მას შესცქეროდეს და მისი პიროვნული თვისებები არ შეითვისოს. ის ხშირად საუბრობს მოსწავლეებთან ურთიერთობის თავისებურ მეთოდებსა და მიდგომებზე, რომლებსაც აღფრთოვანებით ვიზიარებთ და ვცდილობთ დავნერგოთ საკუთარ პრაქტიკაში“, - ამბობს უფროსი მასწავლებლობის სტატუსს მიღწეული, წლის რჩეულ მასწავლებლად დასახელებული მზია იკაობაძე.
მერი ბერიძის, როგორ ნოვატორი მასწავლებლის საგაზაფხულო-სასკოლო მუშაობა უფროსი მასწავლებლის სტატუსიდან წამყვანობამდე მავალ შრომას დაეთმო. შესაბამისად სასწავლო წლის დასასრულს მისი გაკვეთილი, გამოკვეთილ გვირგვინად აისახა როგორც შეფასების ჯგუფისთვის, ასევე მოსწავლეებისათვის. როცა მსოფლიო პედაგოგზე, შალვა ამონაშვილზე ჩამოვარდება საუბარი, მერი ბერიძე აცხადებს: ,
,მგონია საკუთარ თავს ვუსმენო“. როცა წლის მასწავლებელი მზია იაკობაძე ამბობს:
,,ახალგაზრდის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში, ინდივიდი ბუნებით უნდა იყოს მოწოდებული სიკეთისა და კაცთმოყვარეობისაკენ, მაგრამ მის აღზრდაში, მშობელთან ერთად, უდიდესი წვლილი მიუძღვის მასწავლებელს. სწორედ, მასწავლებელია თითოეული ბავშვის გზამკვლევი ფართო საზოგადოებისაკენ მიმავალ გზაზე“, - აქცენტს პირდაპირ მერი მასწავლებლის პიროვნება აკეთებს.
ცხადია, გამოქვეყნებული წერილი უფროს მასწავლებლის, მერი ბერიძისადმი მუდმივად მზარდი კარიერული წინსვლისადმი იმედის გამოხატულებაა, რასაც მუდმივად თან გაჰყვება მის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი, თავისუფალი საკლასო გარემო და ინიციატივააღებული მოსწავლეები“,-ნათქვამია წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორის, ზვიად ველიაძის მიერ
მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები