სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„აღარც ის ბავშვობაა და აღარც ისეთი არდადეგები“ - როგორ ატარებდნენ ზაფხულს სკოლის დირექტორები მოსწავლეობისას
26-06-2019
-
+


სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად Etaloni.ge  საზაფხულო თემატიკით აგრძელებს მუშაობას.

მრავალი აქტუალური საკითხის განხილვის შემდეგ გვსურს, წარმატებული სკოლების დირექტორები სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ.

ლიდერი ხელმძღვანელები ერთი დღით ბავშვობაში დავაბრუნეთ და ვთხოვეთ, თავიანთი საზაფხულო არდადეგები გაეხსენებინათ და აი, მოგონებებიც:

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის გუბის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გეგუჩაძე:

„ბედნიერად მახსენდება ბავშვობა და საზაფხულო არდადეგები. ტრადიციულად, ოჯახთან ერთად ჯერ ურეკში, შემდეგ საირმეში ვისვენებდი. ძმებთან და თანატოლებთან ერთად ძალიან ვერთობოდი, გამორჩეულად  წრეში ბურთისა და კლასობანას თამაში მიყვარდა. საქართველო ბუნებითა და ისტორიით იმდენად მდიდარია, რომ მის ყოველ კუთხეში მოსწავლეს შეუძლია ბევრი შეიმეცნოს და დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტოს.“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდგორის საჯარო სკოლის დირექტორი კარლო სუბელიანი:

„არდადეგებზე სახლში დარჩენა და თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარება მიყვარდა. დავდიოდით ლაშქრობებში, მდინარეზე, სანადიროდ. ახლოს გვაქვს ბირთვისი, სადაც ფეხით შეიძლება მისვლა, ასევე ადგილი, სადაც დიდგორის ბრძოლა გაიმართა, აქვეა მანგლისის ტბები და აღკვეთილი, ჩვენს მოსწავლეებს ბევრი ლამაზი და საინტერესო ადგილის ხილვა შეუძლიათ.“

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი მდორეული:

„ახლა აღარც ის ბავშვობაა, როგორიც ჩვენ დროს, აღარც - ისეთი არდადეგები, მოსწავლეებიც ინტერესებითა და ცხოვრების წესით ძალიან განსხვავდებიან. საზაფხულო არდადეგებს შრომაში ვატარებდით. კოლმეურნეობაში ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ბურთს ვთამაშობდი და ბევრს ვკითხულობდი. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ რაც შეიძლება მეტი შეიმეცნონ, ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მოინახულონ და ბევრი შთაბეჭდილება დააგროვონ.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დუზაგრამის საჯარო სკოლის დირექტორი კიას აბუზაროვი:

„ჩვენ დროს ზაფხულობით ბანაკებში დავდიოდით, ბევრ ახალ მეგობარს ვიძენდით და არდადეგებს საინტერესოდ ვატარებდით. ვთამაშობდით ჭადრაკს, ფეხბურთს და სხვა ბევრ აქტივობაში ვერთვებოდით. საქართველო ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი ქვეყანაა და მოსწავლეებს საინტერესო ადგილების მონახულება ყველა კუთხეში შეუძლიათ.“

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან ჭელიძე:

„საზაფხულოდ ბანაკებშიც დავდიოდი, თუმცა, განსაკუთრებით რაჭაში ჩასვლა და ბებია-ბაბუასთან ერთად ყოფნა მიყვარდა. სპორტსმენი ვიყავი, მორაგბე და ბევრს ვვარჯიშობდი, გარკვეული წარმატებებიც მქონდა. ექსკურსიებიც მიტაცებდა. საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს, თუმცა გამორჩეულად სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ხილვას ვურჩევდი მოსწავლეებს.“

ხონის მუნიციპალიტეტის  სუხჩის საჯარო სკოლის დირექტორი ზეინაბ კაჭარავა:

„ზაფხულის არდადეგებზე ბებიასა და ბაბუასთან ჩავდიოდი სოფლად, შემდეგ დედმამიშვილები დედას მივყავდით წყალტუბოში, მამა კი შინ რჩებოდა და სახლ-კარს უვლიდა. მიყვარდა კითხვა, ორდროშობანას, წრეში ბურთისა და რეზინობანას თამაში. ლაშქრობებზეც ხშირად დავდიოდით. სკოლაშიც გვიყვარდა ექსკურსიების მოწყობა, მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო წელს თავი შევიკავეთ სადმე წასვლისგან. ამდენად, მოსწავლეებს ვურჩევდი, საქართველოს ლამაზი მხარეები და მისი ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ. ჩვენთან ულამაზესი სოფელი გორდითა და ოკაცეს კანიონებით შეგიძლიათ დატკბეთ.“

დუშეთის მუნიციპალიტეტის შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ბუღულაშვილი:

„არდადეგებზე ბანაკში დავდიოდი, სადაც გაწერილი პროგრამით და მრავალფეროვანი აქტივობებით ვატარებდით თავისუფალ დროს. გამორჩეულად სპორტული სტარტები მიყვარდა, დროშობანას თამაში. მიტაცებდა მთა და ლაშქრობები, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა ცოტა დაივიწყეს. სვანეთი, შატილი, ფშავი - ახალგაზრდებს ულამაზესი ბუნება და სანახაობა ელით.“

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გურჩიანი:

„საზაფხულო არდადეგების ოჯახთან და ნათესავებთან ერთად გატარება მიყვარდა. ბიძაშვილები ლაშქრობებზე დავდიოდით, პიკნიკებს ვაწყობდით და წრეში ბურთს ვთამაშობდით. ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და აქტიურად ვეცნობოდი მხატვრულ ლიტერატურას, მიყვარდა კითხვა. მოსწავლეებს საინტერესო და სასიამოვნო დასვენებას ვუსურვებ და ვურჩევ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებით დატკბნენ.“

შუახევის მუნიციპალიტეტის დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ზურაბაშვილი:

„როგორც ყველა ბავშვი, მოუთმენლად ველოდებოდი არდადეგებს. ურეკსა და საირმეში ვისვენებდი ოჯახთან ერთად, თანატოლები სხვადასხვა თამაშით ვირთობდით თავს და მხატვრულ ლიტერატურასაც სიამოვნებით ვეცნობოდი. მართლაც, დაუვიწყარი იყო ის წლები. მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ აზრიანად გაეტარებინათ არდადეგები და ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ღირსშესანიშნაობები მოენახულებინათ.“

ხონის მუნიციპალიტეტის ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი კახა გიორხელიძე:

„ჩვენთან მდინარე ცხენისწყალი ჩამოედინება, ბავშვობაში მეგობრებთან ერთად დავდიოდი გასაგრილებლად და ზაფხულის არდადეგებს მხიარულად ვატარებდი. ბიჭებს ფეხბურთის თამაში ძალიან გვიყვარდა, ამავდროულად, თავისუფალ დროს ბევრს ვკითხულობდი. ღამეები მითენებია საყვარელი ლიტერატურის გმირებთან ერთად. ბედნიერ დასვენებას ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს და ვიმედოვნებ, რომ სექტემბრიდან მეტი მონდომებით შეუდგებიან სწავლას.“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება