მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო სასწავლო წლის ბოლო დღე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში: მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით და ანი არდიას დიზაინით შექმნილ ლამაზ გარემოში იზეიმეს სასწავლო წლის დამთავრება;
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ლუკა გოგსაძეს მიულოცეს საბაზო საფეხურის დამთავრება, მანაც მადლიერება გამოხატა მასზე გაწეული ამაგისა და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის, რომელიც ახალ გარემოში დამკვიდრებასა და სასწავლო პროცესის სირთულეების დაძლევაში დაეხმარება;
ქართული ენისა და ლიტერატურის სერთიფიცირებულ მასწავლებელ ირმა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით მომზადებული თხზულებების პრეზენტაცია მოახდინეს მე-4 კლასელმა ლაშა ტოროტაძემ, მერვე კლასელებმა ელენე გოგსაძემა და სალომე ვაჩაძემ;
ეკატერინე ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს ანი და ლუკა არდიებმა მეგობრებისათვის სამახსოვრო კარიკატურები და სახუმარო ლექსები,მართალია, ოჯახური მდგომარეობის გამო თვითონ ვერ დაესწრნენ ღონისძიებას, მაგრამ ყველაფერი გამზადებული დატოვეს, ლუკას თხზულებაც სხვამ წაიკითხა.
ლალი ბიბილაშვილის ხელმძღვანელობით მოამზადა პრეზენტაცია მე-4 კლასელმა ლაშა ტოროტაძემ „ჩიტი კოლიბრი“, ხოლო მე-2 კლასელმა ლიზი გოგსაძემ მხატრულად წაკითხული ლექსითმიულოცა მეგობრებს სასწავლო წლის დასრულება;
ლენა გოგსაძემ სკოლის დერეფანში მოაწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა;
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თეონა მასწავლებლის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული სასკოლო ღონისძიებების ამსახველი სლაიდშოუ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც