მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს რაიონის დანისპარაულის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ეგიდით ჩატარებული გაკვეთილების ციკლი დასრულდა.
აქტივობა, PH international (ACPi) პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში - ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი მოიცავდა რამდენიმე გაკვეთილს:
პოლიციის პროფესიის გაცნობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბავშვთა დაცვა, კონფლიქტების მოგვარება , ტოლერანტობა, ადრეული ქორწინება, ოჯახური ძალადობა, ტრეფიკინგი, ბულინგი, ბავშვთა დაცვა.პროექტის ფარგლებში მოეწყო სამი გასვლითი ღონისძიება 1. ხულოს მერიის სააქტო დარბაზში პროექტების დაწერა, 2. ხულოს რაიონულ სასამართლოში სასამართლოს იმიტაცია, სახანძროსა და სამაშველო სამსახურების პროფესიების გაცნობა ადგილზე მისვლით და პოლიციის პროფესიის გაცნობა პოლიციის შენობაში 3. ხულოს ცენტრალური კიბეების მოხატვა ბავშვების მონაწილეობით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ძალიან ბევრი ისწავლეს და კმაყოფილები არიან: „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ პროექტის დამფუძნებლებს, ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პოლიციელს ბატონ გოჩა კოჩალიძეს, მან შეიძლება ითქვას მოიპოვა ბავშვების ნდობა, ბავშვები პოლიციელს როორც დამსჯელ მექანიზმს ისე კი არ უყურებენ არამედ სამართლიან ადამიანს და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველს...“
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე