სიახლეები
სიახლეები

რა ცვლილება შევიდა ''სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ'' ბრძანებაში
24-04-2017
-
+


''სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.


ბრძანება 21 აპრილიდანაა ძალაში.

1. ''გ'' ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

''გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური ან პირის მიმართვის საფუძველზე ნებისმიერი რესურსცენტრის მიერ განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა ამ პუნქტის ''დ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.'';

2. ''დ'' ქვეპუნქტი:

''დ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები და სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს.''

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება