სიახლეები
სიახლეები

შეუძლია თუ არა აბიტურიენტს გამოცდის გაგრძელება თუ სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით საგამოცდო სექტორი დატოვა?
25-06-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების დრო ახლოვდება. აბიტურიენტებს პირველი გამოცდა ორშაბათს, 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში ექნებათ.

სულ უფრო მეტად მატულობს ვნებათაღელვა - ხშირია შემთხვევები, როცა აბიტურიენტები ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდაც ხდებიან, ზოგი გამოცდის დაწყებამდე, ზოგიც კი უშუალოდ გამოცდის მიმდინარეობისას. ამიტომ დავინტერესდით რა ხდება იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი უშუალოდ გამოცდის მიმდინარეობისას გახდა შეუძლოდ და სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით საგამოცდო სექტორის დატოვება მოუწია.

როგორც აღნიშნულ კითხვაზე etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ განუცხადა, თუ აბიტურიენტი გამოცდის პერიოდში სამედიცინო დახმარების მიზნით გამოვა სექტორიდან აბიტურიენტი, მას უკან სექტორში დაბრუნების შესაძლებლობა ისევ ეძლევა.

„ყველა საგამოცდო ცენტრში, რა თქმა უნდა, არის სამედიცინო პუნქტი, ასევე მობილიზირებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასე რომ ამ მხრივ თითოეული ცენტრი აღჭურვილია. რაც შეეხება სამედიცინო მიზნით საგამოცდო ცენტრის დატოვების შემთხვევას, აბიტურიენტს შესაძლოა დრო დაემატოს არაუმეტეს 20 წუთით. გააჩნია სიტუაციას, შესაძლებელია, რეგისტრაციის გავლის მერე გახდეს აპლიკანტი ცუდად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს სარეზერვო ოთახში განვათავსოთ აპლიკანტი და გარკვეული დროის შემდგომ დაიწყოს მან ტესტზე მუშაობა. სხვადასხვა შემთხვევები შეიძლება იყოს, თუმცა ეს ყველაფერი გათვლილია და მზად ვართ ყველაფრისთვის“, - განაცხადა მაია გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება