მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სახლში დამზადებულ კონსერვებში შეიძლება ის სოკო ბუდობდეს, რომელიც ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, ტუტანხამონის აკლდამაში რომ იპოვეს“
საკვები პირველად მე–19 საუკუნის დასაწყისში დააკონსერვეს. მის გამომგონებელს, ფრანგ მზარეულს, აპერს, აღმოჩენისთვის, რომელიც საკვებით სავსე ქილების წყალში დიდხანს დუღილს ითვალისწინებდა, საფრანგეთის მთავრობამ პრემია გადასცა კაცობრიობის წინაშე გაწეული სასარგებლო საქმიანობისათვის, თუმცა, მაშინ საზოგადოებას დაკონსერვებული საკვების მიმართ დაახლოებით ისეთივე განწყობა ჰქონია, როგორიც დღეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის ხსენებისას...
დრო გადიოდა და დაკონსერვებული საკვების შენახვის ტექნოლოგია დღითიდღე იხვეწებოდა. დაკონსერვებულ საკვებს დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. რა შემთხვევაში ხდება დაკონსერვებული საკვები საფრთხის შემცველი და რა უნდა გავითვალისწინოთ სახლში კომპოტების, ტომატების, თუ სხვადასხვა ბოსტნეულის ქილებში შენახვისას? ამ კითხვებზე „ეტალონს“ ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, თსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქეთევან დადიანმა უპასუხა.
- როდესაც პირველად დაამზადეს კონსერვები, საზოგადოებისგან ისეთივე უკურეაქცია მიიღეს, როგორიც დღეს არის გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე. მაშინ კაცობრიობას უწინასწარმეტყველეს, რომ კონსერვები ორგანიზმში საშინელ ცვლილებებს გამოიწვევდა. დღესდღეობით აღარაა პრობლემა, რომ ზამთარში რაიმე მონატრებული ხილი მიირთვა, მაგრამ მაშინ კომპოტს თუ ჯემს ის დატვირთვა ჰქონდა, რომ ზამთარში ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ეს ყველაფერი. კონსერვი პროდუქტის შენახვის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია და თან, ხშირ შემთხვევაში, არ სჭირდება შენახვის განსაკუთრებული პირობები, ოთახის ტემპერატურაზეც ინახება. შესაბამისად, ამის გამო, დადებითი მახარეებიც აქვს დაკონსერვებულ პროდუქტს.კონსერვები იყოფა ა, ბ, გ, დ, ე ჯგუფის კონსერვებად. „ა“ ჯგუფის კონსერვები სანიტარულ–ბაქტეოროლოგიური პირობებით, ფაქტობრივად სტერილურია და ეს არის ხორცის, ხორცის პროდუქტებისა და თევზის. „ა“ ჯგუფის კონსერვები უსაფრთხოების მაღალი დონით ხასიათდება.
„ბ“ ჯგუფს მიეკუთვნება ტომატები და მასში ჩაწყობილი პროდუქტები. უსაფრთხოების პარამეტრები აქაც ზუსტად უნდა იქნას დაცული. ცხელ-ცხელი ისხმება და მაღალი ტემპერატურა მიკრობებს ანადგურებს. პასტერიზაცია პირდაპირაა დამოკიდებული ტემპერატურის რეჟიმზე. პასტერიზაციით, მიკროორგანიზმების 90% ნადგურდება. სტერილიზაციის პირობებში კი – უფრო მეტი, თუმცა სტერილიზაცია ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაქტერიის სპორები განადგურდეს. როდესაც ამ ჯგუფის კონსერვებს ამზადებენ, ბაქტერიები სპორებს არ უნდა შეიცავდეს.
„გ“ ჯგუფის კონსერვებია მწნილები, სალათები, სოკო, ბარდა, სიმინდი და ა.შ. არის ორთქლით დამუშავებული პროდუქტები. „დ“ ჯგუფის კონსერვებში უფრო ნაკლებია მჟავე არე. აქაც შედის ბოსტნეულის მწნილები, მაგრამ ასევე – ხილის წვენები. „ე“ ჯგუფის კონსერვები ძირითადად ხორცის პროდუქტებია და ისინი უნდა გაცხელდეს 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა კონსერვის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული შენახვის პირობები და ვადები და ისინი აუცილებლად უნდა დავიცვათ.
- სახლში დამზადებული კონსერვები რომელ ჯგუფს მიეკუთვნება?ზოგი მიიჩნევს, რომ თუ ბოსტნეულის კონსერვს ზემოდან ობი აქვს, იმ ობის მოშორება მოაგვარებს პრობლემა, არადა შესაძლოა თვალით ვერ ხედავდე, მაგრამ კონსერვში იყოს მიკოტოქსინი.
- რას იწვევს მიკოტოქსინების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა?ზოგიერთი მიკოტოქსინი, თუ ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, ადამიანის დნმ-ს აზიანებს. ზოგი მათგანის სამიზნე თირკმელია, ზოგის – ღვიძლი, ზოგი ლორწოვანს აზიანებს და სისხლჩაქცევას იწვევს. შეიძლება მწვავე დოზა არ მიიღო ამა თუ იმ მიკოტოქსინისა და მაშინვე არ გახდე საავადმყოფოში დასაწვენი, მაგრამ ქრონიკული ზემოქმედების პირობებში საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ადამიანის, მით უმეტეს, რომ ყველას აქვს თავისი სამიზნე ორგანო.
- თუ კონსერვი გავხსენით და ობი შევამჩნიეთ, თერმულად დამუშავებას ანუ გადადუღებას აქვს აზრი?სამხრეთ ევროპაში ძალიან გახშირდა მიკოტოქსინების საკვებ პროდუქტებში აღმოჩენის მაჩვენებლები, რაც განაპირობა კლიმატის ცვლილებამ, გლობალურმა დათბობამ. ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონაცემებით, მთელი სამხრეთ ევროპაში გვხვდება მიკოტოქსინები. დღეს საქართველოში რომ ვიკითხოთ, გვეტყვიან, მიკოტოქსინი არ აღმოგვიჩენიაო. ამ დროს თხილის დაობება ხომ გაგიგიათ? დაობებულ თხილს და ნუშს ხალავენ, და ორცხობილებში იყენებენ და ათას საშინელებებში უმატებენ, რაც მიკოტოქსინების გავრცელების წყაროა. საქართველოში ბევრი ხვრელია სურსათის უვნებლობის მხრივ და პრიორიტეტების სწორად იდენტიფიცირება არ ხდება. ამიტომაცაა, რომ ახლა ამდენი კარცენოგენული დაავადებაა ახალგაზრდებში.
- ჩვენს ორგანიზმს არ გააჩნია ამ მიკოტოქსინებთან ბრძოლის უნარი, ანუ თუ მოხვდა ჩვენს ორგანიზმში ვეღარ გამოვდევნით?20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...