სიახლეები
სკოლები, ეტალონი

ჯემალი ბაბუ და „იზრუნელი“ შვილიშვილები - წარმატებული ოჯახი სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტისთვის ემზადება
27-06-2019
-
+


ჯემალი ბაბუ უბედნიერესი იყო, როდესაც Izrune.ge-სა და მისი მიზნების შესახებ შეიტყო და შვილიშვილები პორტალში ჩართო. მისთვის ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვა ოჯახის ერთიანობითა და განათლების სიყვარულით იწყება. ამდენად, ალინა, ალეკო, თათია და ლადო მზრუნველი ოჯახის წარმატებული წევრები არიან, ბაბუა მათთან ერთად ახლობელი ბავშვების წინსვლაზე ზრუნავს და დაინტერესებულ მოსწავლეებს საიტზე საკუთარი ხელით არეგისტრირებს.

„წლებია „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარი ვარ, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩემი შვილიშვილებიც მონაწილეობდნენ და ახლა მეტი გამოცდილებითა და ინტერესით აგრძელებენ სწავლას. სწორედ ერთერთ ფინალურ ტურზე შევიტყე Izrune.ge-ს შესახებ და მათაც საგანმანათლებლო ინოვაციებში ჩართულობისკენ მოვუხმე და მათთან ერთად ახლობელი ბავშვებიც დავარეგისტრირე. პორტალი ახალგაზრდას საგნობრივ ცოდნას უღრმავებს და ლოგიკურ აზროვნებას აჩვევს, უფრო პასუხისმგებლობიანსა და მოტივირებულს ხდის. მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ველოდით ტესტების დადებას, მე სოფელში ვცხოვრობ და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ამ დღეს მათთან ვყოფილიყავი და შვილიშვილების განათლება-განვითარებისთვის მიმედევნებინა თვალი. უცხო კითხვებზე ერთად ვიძიებდით პასუხებს, ასევე დამოუკიდებლადაც აქტიურად მუშაობდნენ და მასწავლებლებისგანაც დიდი ხელშეწყობა ჰქონდათ. Izrune.ge-მ ოჯახი, ბავშვი და სკოლა ნამდვილად დააახლოვა, მომავალი წლიდან კი პორტალში ჩართულობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება -  „წიგნიერების დღე“ და „გზა ევროპისკენ “ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მომავალი თაობის განათლებულ და მოქალაქეობრივად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის,-“ აღნიშნა ჯემალ ბერიძემ.

შვილიშვილები 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო სავარჯიშო ტესტსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მოუთმენლად ელიან, მანამდე კი, საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებენ.

ალინა ზაქარაძე ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მას IX კლასელთა რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალი შედეგი (საშუალო ქულა) აქვს და არც ერთი ტესტი გამოუტოვებია:

Izrune.ge-ს შესახებ პირველად ბაბუამ გაიგო და შვილიშვილები დაგვარეგისტრირა, ბუნებრივი, მანამდე გვკითხა, გვინდოდა თუ არა მონაწილეობა და ტესტების გავლა. ზოგადად, ბაბუ ჩვენს საგანმანათლებლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვება და მუდმივად გვაძლევს ახალი გამოწვევების მიღებისა და წინსვლის მოტივაციას. ძალიან მომეწონა Izrune.ge-ს ინდივიდუალური და ინოვაციური მიდგომები. საინტერესო ტესტები სხვადასხვა საგანში ჩემი ცოდნის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, უფრო დაკვირვებულსა და ინტერესიანს მხდის. მოუთმენლად ველოდები ბოლო სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტს და იმედი მაქვს, რომ მაღალ ქულებს დავაგროვებ. ასევე ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება „წიგნიერების დღე“ და „გზა ევროპისკენ“, მომავალ წელს მინდა, რომ საკუთარ თავს ვაჯობო და ჩემივე შედეგები გავაუმჯობესო.“

თათია ფუტკარაძე ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მან უკლებლივ ყველა ტესტი გაიარა და VIII კლასელთა რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალი შედეგი (საშუალო ქულა) აქვს:

„სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად Izrune.ge-ზე ბოლო „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ველოდები და მსურს, რომ მიღებული ცოდნა ეფექტურად შევაჯამო. საინტერესო და მრავალფეროვანმა ტესტებმა სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი გამომიმუშავა. მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მიმაჩვია. ამასთან ეს გამოცდილება „ეტალონის“ ჩემპიონატზეც გამომადგება და წარმატების მიღწევაშიც დამეხმარება. როცა ჩვენთანაა ბაბუასთან ერთად გავდივარ ხოლმე ტესტებს, მე და ალინაც ხშირად განვიხილავთ საკითხებს და შედეგების გასაუმჯობესებლად ერთად ვემზადებით. აღსანიშნავია, პორტალის ინოვაციურობა და მამოტივირებელი მიდგომები, თუნდაც დიპლომების მოპოვება წინსვლის დიდ სტიმულს გვაძლევს.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

„თოვლის პაპა ან თოვლის ბაბუა ქართული ელემენტებით მორთულ გარემოშია, რაც აერთიანებს კულტურულ და თანამედროვეობის მახასიათებლებს“

ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს ! 

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

„თოვლის პაპა ან თოვლის ბაბუა ქართული ელემენტებით მორთულ გარემოშია, რაც აერთიანებს კულტურულ და თანამედროვეობის მახასიათებლებს“

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

საშობაოდ, საჩუქრის ჩუქების ტრადიციამ სათავე გერმანიაში, მე-16 საუკუნიდან აიღო

სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია

სიახლეები
საზოგადოება