სიახლეები
საინტერესო

სამხრეთ კორეაში ეროვნული გამოცდების დღეს საგანგებო ვითარება ცხადდება - რა გზას გადიან სტუდენტები წარმატებამდე
26-06-2019
-
+


საქართველოში სამხრეთ კორეა, მისი კულტურა და მიღწევები დღითიდღე პოპულარული ხდება. ერთ დროს ღარიბი ქვეყანა, დღეს საოცარი მიღწევებით იწონებს თავს.

სამხრეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, სადაც ბავშვთა აღზრდა- განათლებაზე ზრუნვა დაბადებიდან იწყება. საგანმანათლებლო სისტემა სამხრეთ კორეის მოქალაქეებს ბავშვობიდანვე ასწავლის შრომისმოყვარეობას, ზრუნვას და პასუხისმგებლობას.  

სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელს საშუალოდ 30 წლის ასაკში ამთავრებენ. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კიდევ უფრო დიდ ხანს სწავლობენ.

3-დან 6 წლამდე ბავშვები აუცილებლად საბავშვო ბაღში დადიან, სადაც პროგრამულად სწავლობენ წერა -კითხვას კორეულ და ინგლისურ ენებზე, მათემატიკის საწყისებს და ბუნებას. სწავლა ნებისმიერ შემთხვევაში ფასიანია და თვეში 100 დოლარიდან 130 დოლარამდე მერყეობს. თუმცა, სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს სახელმწიფო განათლებას სრულიად უფინანსებს.

6 წლის შემდეგ მოსწავლე გადადის „საშუალო სკოლაში“, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ორ ნაწილად. პირველი სამი წელი საშუალო სკოლის დაბალი საფეხური, ხოლო მომდევნო სამი წელი- მაღალი საფეხური. სკოლაში მოსწავლეები დაახლოებით 12-13 საათს ატარებენ. გაკვეთილები იწყება დილის 8 საათზე და სრულდება 4 საათზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დილით ბავშვები ფეხსაცმელებს იცვლიან და მთელ დღეს ე.წ. საშინაო ქოშებით  ატარებენ. შენობის სისუფთავეზეც მოსწავლეები ზრუნავენ. სკოლა უზრუნველყოფს სამჯერად კვებას.  

გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები რჩებიან სავალდებულო წრეებზე. ესენია: მუსიკა, საბრძოლო ხელოვნება, მეცნიერება, საბუნებისმეტყველო საგნები, ქიმიის პრაქტიკული კურსი და ფიზკულტურა- რაც შენობის გარეთ ყოფნის საკმაოდ დიდ დროს მოიცავს. დღის ბოლო კი საშინაო დავალებების შესრულებას ეძღვნება, რაშიც მასწავლებლებიც ჩართულნი არიან.

საშუალო სკოლის შემდეგ უნივერსიტეტის ცხოვრება ნაკლებად დატვირთულია, თუმცა საყოველთაო გამოცდებისთვის მზადება საქართველოსგან სრულიად განსხვავდება. ერთიან გამოცდებს მთელს სამხრეთ კორეაში მხოლოდ ერთი დღე ეძღვნება...

ერთიანი გამოცდა ერთ-ერთი უმკაცრესია მსოფლიოში. მიღებულ ნიშანს მოსწავლისთვის ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტის კარის გაღება შეუძლია.

თითოეული აბიტურიენტისთვის საჭირო მასალას, კვებას, სითბოს, უსაფრთხოებას და სიჩუმეს სახელმწიფო უზრუნველყოფს. გამოცდის დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. იკრძალება თვითმფრინავების აფრენა და დაჯდომა, გარდა საგანგებო შემთხვევებისა.

წესრიგს ათობით ათასი პოლიციელი და მეხანძრე იცავს, თუმცა ისინი არა დარღვევების აღმოსაფხვრელად არიან მობილიზებულნი, არამედ მოსწავლეების დასახმარებლად. დაკარგული სტუდენტი პოლიციას საგამოცდო ცენტრამდე სპეციალური სირენით და ციმციმით მიჰყავს. ასევე მობილიზებულია ქვეყნის სპეც- დანიშნულების რაზმები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  

აბიტურიენტს გამოცდის გადაბარების უფლება არც იმ წელს, და არც მომდევნო წლებში არ აქვს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება