მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის აღკულის საჯარო სკოლის კარს დღეს მხოლოდ ორი მოსწავლე აღებს...
მესამე და მეოთხე კლასში გაკვეთილებს სულ 4 პედაგოგი ატარებს... სექტემბრიდან არც პირველკლასელებს ელოდებიან...
სკოლაში საქმისმწარმოებელი ანასტასია ოქროპირიძე გახლავთ, რომელიც პარალელურად შაუმიანის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.
მისი თქმით, თუნდაც ამ ორ სკოლაში მუშაობის სპეციფიკა საგრძნობლად განსხვავდება. აღკულის საჯარო სკოლის ბავშვები სითბოთი და ყურადღებით გამოირჩევიან, განსაკუთრებით ინტერესიანები და სწავლასმოწყურებულები არიან.
არაქართულენოვანი სკოლის 2 მოსწავლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი პროცესი სახელმწიფო ენის შემეცნებაა...
თანატოლებთან კომუნიკაციისა და ინტეგრაციისთვის მოსწავლეები მეზობელ სკოლებს ხშირად სტუმრობენ და მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობენ.
„ჩვენი შენობა ძველია და ინფრასტრუქტურულად არ არის მოწყობილი. მოსწავლეები ხშირად სხვა სკოლებში მიგვყავს, რომ თანატოლებს მეტად დაუახლოვდნენ, საკუთარი ცოდნა გამოავლინონ და ზოგადად, რეალური სასკოლო ცხოვრება ნახონ. უნიჭიერესი და უსაყვარლესი ბავშვები არიან და ვისურვებდი, რომ უკეთეს პირობებში გაეგრძელებინათ შემეცნება,-“ აღნიშნა ანასტასია ოქროპირიძემ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე