მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ძალიან რთული პერიოდია, ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს წყალქვეშა დინებები, პრობლემები და ნეგატიური ტენდენციები...“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი და ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს.
ვერძის ენერგოტონუსი იწყებს შემცირებას. შეიძლება ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა იჩინოს თავი. უძილობა, თავის ტკივილი, ნერვების დაძაბულობა. ამიტომ ნუ გადაიტვირთებით, გაუფრთხილდით გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გექნებათ გაუგებრობები კოლეგებთან, პარტნიორებთან, მაღალია ტრამვულ-ავარიული ტენდენციები. გელოდებათ გაუთვალისწინებელი ხარჯები. შესაძლებელია კომპიუტერული ტექნიკა გაგიფუჭდეთ.
კუროს ენერგოტონუსი თანდათან მატულობს, შეიძლება უფრო აქტიური გახდეს, ენერგიული, ინიციატივიანი. ჯანმრთელობა უკეთესდება, მაგრამ წვრილმან უსიამოვნებებზე მძაფრ რეაქციას ელოდეთ. კუროებო, აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებს, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება. საოჯახო სიტუაცია შეიძლება ცოტა დაგეძაბოთ, ერიდეთ საქმეების გარჩევას.
ტყუპების ენერგოტონუსი მცირდება, წინ გელოდებათ გადაღლილობა, ფინანსური სირთულეები და მეტად დაუგდეთ ყური თქვენს ინტუიციას. სამსახურეობრივს სფეროში ჭორები გელოდებათ, ნუ ჩაერთვებით ინტრიგებში და წინასწარ განუსაზღვრელი მოქმედებებია კოლეგების მხრიდან, შესაძლებელია კონფლიქტები. დიდია ალბათობა პარტნიორთა ღალატის.
კირჩხიბი ხდება აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ გარეფაქტორები არ გაძლევენ ამის გამოხატვის საშუალებას. დრო სწორად გადაანაწილეთ სახლი და სამსახური, თორემ თუ ერთ მხარეს გადაიხრებით, მეორე ფრონტზე დაგეძაბებათ ურთიერთობა. არ ენდოთ ახალ ნაცნობებს.
ლომებს ყველაზე რთული პერიოდი ეწყებათ. ამ კვირიდან 20 ივლისამდე ყველაზე რთული პერიოდია ლომისთვის. ამიტომ მათი გაღიზიანება და ლტოლვა კრიტიკისადმი ზღვარს აღწევს. ძალიან რთული იქნება ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ოჯახში. დიდია იმის შანსი რომ ინტრიგების და ჭორების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან უსიამოვნო ტენდენციები მატულობს.
ქალწულებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მიუხედავად იმისა რომ ენერგოტონუსი იზრდება და ჯანმრთელობაც უფრო მდგრადი გაქვთ. მოერიდეთ საქმეების გარჩევას როგორც სახლში, ისე სამსახურში, თორემ სერიოზულ ფარულ მტრებს გაიჩენთ. გათვალეთ თქვენი ყველა მოქმედება რამდენიმე ნაბიჯით წინ. ასევე დიდი სიფრთხილე გმართებთ მოგზაურობისას.
სასწორების ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ ისეთი სიტუაცია გაქვთ გარშემო რომ მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. პრობლემები არ მთავრდება, ერთს მოყვება მეორე, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მის მოსაგვარებლად ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებათ. ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, რადგან შეცდომები არ დაუშვათ. ასევ კონტაქტებს საეჭვო პირებთან.
მორიელის ენერგოტონუსი მაღალია, აქტიურია, უშიშარია, ენერგიულია, მაგრამ წყალქვეშა დინებები ხელს უშლის. ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, განსაკუთრებულად უფროს თაობასთან გაუჭირდება. ასევე სირთულეები შეიძლება იყოს მოგზაურობის დროს. მეტი ტაქტი და სიფრთხილე ურთიერთობისას და მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, რათა ამას არ მოჰყვეს უსიამოვნებები.
მშვილდოსნებს ძირითადად ფინანსური პრობლემების საფრთხე აქვს და 18 ივლისამდე გასტანს. ყველა სახის ჯარიმები და საჯარიმო სახის გადასახადები უნდა დაფაროთ. დაიცავით კანონი და სამსახურეობრივ სფეროში მზად იყავით ცვლილებებისთვის და შეიძლება პროფესიული ვალდებულებების შეცვლის დრო მოვიდეს ამასობაში.
თხის რქებს სირთულეები ელოდებათ გარშემომყოფებისგან, რადგან ძალიან დიდია ჭორებისა და ინტრიგების საფრთხე. არ ჩაერთოთ საეჭვო ისტორიებში, რადგან შეიძლებ ხელმძღვანელებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით შეგექმნათ პრობლემები.
მერწყულებს რთული პერიოდი აქვთ, ჩარჩოებში არიან მოქცეულები და ის რასაც აკეთებს სიამოვნებას არ ანიჭებს. შესაძლებელია ზეწოლა ახლობლებისგან, კოლეგებისგან. თუ თქვენ არ ასრულებთ სათანადოდ ვალდებულებებს ეს პრობლემები უფრო მოიმატებს. მაქსიმალური მოთმინება გმართებთ, რათა გაუძლოთ და წონასწორობიდან არ გამოხვიდეთ.
თევზების ენერგოტონუსი მატულობს, ინტუიცია მზარდია, მაგრამ საერთო სიტუაცია ცის კაბადონზე იმდენად რთულია რომ სიფრთხილის გამოჩენა გმართებს. მოგიწევთ მოთმინება და ისეთი რაღაცების შესრულება, რაც არ გსიამოვნებს. არ აჰყვეთ ცდუნებებს. დიდია ილუზიების ალბათობა და მაქსიმალურად შორს იყავით ყველა სახის ინტრიგებისგან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მე-6 კლასელებმა შეარჩიეს პერსონაჟი და გააკეთეს პერსონაჟის რუკა
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...