სიახლეები
სკოლები

ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა საგრანტო კონკურსში მონაწილეობს
27-06-2019
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ვიქტორ გუჩუას სახელობის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობს.

სკოლა კონკურსზე სპეციალურმა მასწავლებელმა ნინო გამახარიამ წარადგინა.

სკოლებისათვის მცირე საგრანტო კონკურსი ორგანიზაცია PH International საქართველომ, ორგანიზაცია MAC Georgia-სთან ერთად გამოაცხადა. კონკურსი ტარდება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რათა შეიქმნას უფრო ხელმისაწვდომი გარემო შშმ მოსწავლეთათვის, ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება იმ პრობლემების შესახებ, რომლებთან გამკლავებაც უწევთ შშმ პირებსა და მათზე მზრუნველ ადამიანებს. საგრანტო კონკურსის მიზანია სკოლამ შეძლოს შშმ მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას სკოლისა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება-გამოვლენას.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება